ქობულეთში, სოფელ ზენითში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია.
როგორც „პრაიმტაიმს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ცეცხლი გავრცელებულია ეკალ-ბარდებზე და ადგილზე რთულ რელიეფის გამო სახანძრო ტექნიკის მისვლა ვერ ხერხდება.
„ქობულეთში, სოფელ ზენითში მთის ფერდზე ცეცხლი უკიდია ეკალბარდს, კერასთან დასახლებული პუნქტი ახლოს არაა, ადგილზე რთული რელიეფის გამო სახანძრო ტექნიკის მისვლა ვერ ხერხდება, კერებთან იმყოფება მეხანძრე-მაშვეების 40
კაციანი შემადგენლობა ინდივიდუალური აღჭურვილობით, ქრობის პროცესს ძლიერი ქარი ართულებს. სიტუაცია კონტროლს ექვედებარება, ტყის მასივს ან დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ემუქრება”- აცხადებენ უწყებაში.
ავტორი:ნაირა ქობულაძე











