ქობულეთში, კაფე „ჰავანას“ კოვიდინფიცირებული თანამშრომელი ვიზიტორებს თერმოსკრინინგს უტარებდა.
აღნიშნულ პიროვნებას ვიზიტორებთან ახლო შეხება ჰქონდა. პაატა იმნაძის თქმით, ბუნგალოს თანამშრომლები, რომლებსაც დაინფიცირებულ პერსონალთან კონტაქტში იყო, უკვე გადაყვანილია იზოლაციაში.
„ამ ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, რა თქმა უნდა, ყველა, ვინც ამ თანამშრომელთან კონტაქტში იყო, უკვე მოკვლეულია და გადაყვანილია იზოლაციაში. მაგრამ მინდა გავაფრთხილო ის ვიზიტორები, რომლებიც ამ კაფეში 9–10–11 აგვისტოს იმყოფებოდნენ, თუ მათ ოდნავ მაინც სიმპტომები გამოუვლინდათ, მიმართონ ცხელების ცენტრებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ამ დრომდე მიმდინარეობს ეპიდკვლევა, თუ ვინ არის ქალის ინფიცირების წყარო.
შეგახსენებთ, საქართველოში დღეს კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 321 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1088-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 5 97 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 261.











