ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათში სასაფლაოები გაძარცვეს. მოპარულია ალუმინის მოაჯირები. როგორც სოფლის რწმუნებული ნუგზარ დავითაძე აცხადებს, ფაქტი მისთვის დღეს გახდა ცნობილი.
„ორი საფლავი გაძარცვეს. დღეს გახდა ჩემთვის ცნობილი ეს ფაქტი. მოპარულია საფლავის მოაჯირები. შევატყობინე მომხდარის შესახებ პოლიციას”- აცხადებს ნუგზარ დავითაძე. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სოფელ ჭახათში სასაფლაოების გაძარცვის პირველი შემთხვევაა. ” ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა სოფელში. ვერც კი ვფიქრობთ ვის შეიძლება გაეკეთებია.
არასოდეს ყოფილა ჩვენთან ქურდობის ფაქტი, მით უმეტეს სასაფლაოს გაძარცვის. როგორ უნდა იკადროს ადამიანმა სასაფლაოდან მოაჯირების მოპარვა ვერ ვხვდებით”- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
„პრაიმტაიმი“ დეტალებს შს სამინისტროში აზუსტებს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











