ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის ვაქცინაცია მეტად ხელმისაწვდომი გახდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
ამისათვის, ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის ეროვნულ სააგენტოში არსებული ბაზებიდან სპეციალური სიები შედგება.
„ამისთვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც ჩართული არიან ვაქცინაციის პროცესში, შევადგენთ სიებს იმ ბაზებიდან, რომელიც ჯანდაცვის ეროვნულ სააგენტოშია. ეს სიები განთავსდება დაავადებათა კონტროლის პორტალზე, შედეგად პროგრამა შეძლებს ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირებას, ვისაც აქვს მაღალი რისკი და ისინი შეძლებენ ვაქცინაციაზე რეგისტრაციას“, – აღნიშნა ტიკარაძემ.











