ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებული ოთხი პირის პროცესი ბოლნისის სასამართლოში დასრულდა. ოთხივე პირს მოსამართლემ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, რომელიც დაკავებულთა ბრალეულობას ადასტურებს, განსხვავებული პოზიცია აქვთ ადვოკატებს.
ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. ადვოკატები კი აცხადებენ, რომ არ არსებობენ მოწმეები და არ არსებობს მტკიცებულებები.











