დილის 8:00 საათიდან ხალხმრავლობაა ქუთაისის #87-ე საარჩევნო უბანზე. ამომრჩევლები ხმის მისაცემად დილის 8 საათიდან მივიდნენ. მოქალაქეების სიმრავლის გამო, ორმეტრიანი დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება.
საარჩევნზე უბანზე ამომრჩეველი მარკირება გავლილი მივიდა, თუმცა, მას ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მისცეს. მარკირება ნაკადის მომწესრიგებელმა დააფიქსირა.
ქუთაისში, 156 257 ამომრჩევლისთვის 130 საარჩევნო უბანია გახსნილი. აქედან, 7 არის სპეცუბანი, ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია განთავსებული, ექვსი კი თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფს. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფმა 873-მა პირმა გამოხატა.
31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც იმართება. ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატი, ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაში ოთხი იბრძვის.
ქალაქში მერი და მაჟორიოტარი 156 275-მა ამომრჩეველმა უნდა აირჩიოს.
ავტორი: კესო მოლაშხია











