ქუთაისში, ერთ-ერთ ქუჩაზე ბუნებრივი აირის მილი აფეთქდა. ინციდენტი სამშენებლო სამუშაოების დროს მოხდა.
ადგილზე სამუშაოებს კომპანია „გაზსერვისი“ აწარმოებდა, რომლის წარმომადგენელი ამბობს, რომ დამონტაჟებული მილების ტესტირება მიმდინარეობდა და აფეთქებაც ამ დროს მოხდა.
„დაპრესილი ჰაერის შეტაკებამ ატმოსფერულ ჰაერთან გამოიწვია აფეთქების ხმა. აფეთქება როგორც ასეთი არ ყოფილა”, – ამბობს კომპანია “გაზსერვისის” თანამშრომელი.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.











