„300 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია მოხდა შენობაში, ლამაზი არქიტექტურის შენობაში, რომელიც სამწუხაროდ, მუშაობისთვის ყოვლად მიუღებელია“,- ამის შეასხებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ქუთაისში, პარლამენტის შენობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის ქუთაისში აშენება თავიდანვე არასწორი იყო.
„თქვენ კარგად იცით, რომ ძალიან ბევრი პრობლემა იყო უშუალოდ ამ შენობაში და ეს შენობა საჭიროებს ძალიან ბევრ ინვესტიციას იმისთვის, რომ გადაკეთდეს.
პარლამენტის შენობის ქუთაისში აშენებაში 300 მილიონი ლარის ინვესტიცია მოხდა, მაშინ როდესაც ქუთაისს მაგალითად, არ ჰქონდა წყალმომარაგების სისტემა და მხოლოდ წელს ჩვენ შევძელით 24-საათიანი წყალმომარაგების მოგვარება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, ქუთაისს პარლამენტის არქონით ხელისუფლების მხრიდან ყურადღება არ დაკლებია.
„განვითარდა ტურიზმი, განვითარდა ბიზნესი, საწარმოებო და სწორედ ტურისტული მოზიდულობით ცენტის შექმნით ქუთაისს აქვს საშუალება ახალი სამუშაო ადგილი იყოს შექმნილი. პარლამენტი არ არის ერთადერთი, ქუთაისს პარლამენტის არქონით ხელისუფლების მხრიდან ყურადღება არ დაკლებია, პირიქით, გაკეთდა ისეთი საქმეები, რაც მხოლოდ პარლამენტის მშენებლობით ვერ იქნებოდა მოგვარებული”,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, 2019 წლის იანვრიდან პარლამენტმა საქმიანობას თბილისში გააგრძელა.











