„დამთავრდა ის არჩევნები, რომელმაც ჩვენი სამშობლოს ბედი უნდა განსაზღვროს მომავალი 4 წლის განმავლობაში. ხელისუფლებას არ შევარჩენთ არცერთ ხმას. – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს.
„ჩვენი პარტიის და გაერთიანებული ოპოზიციის წევრები, ლომებივით იცავენ ხმებს კომისიებში. ხელისუფლებას არ შევარჩენთ არც ერთ ხმას და გაყალბების არც ერთ მცდელობას. შედეგი ნათელია, საქართველომ და საქართველოს მოქალაქეებმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უნდობლობის ვოტუმი გამოუტანა. აღარასდროს ეს ხელისუფლება არც ერთპარტიულად და არც ხელისუფლებაში იმედი მაქვს არ იქნება. რომ შეფავასოთ არჩევნები, უცნაური და ჭრელი არჩევნები იყო.
ზოგიერთ ადგილას, მაგალითად როგორც ქუთაისში, დეკორაციები იყო კარგად შესახედი, ჩატარდა ყველაფერი წყანარად და მშვიდად, ექსცესების გარეშე, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ საკმაოდ უხეში ფიზიკური ზემოქმედება მოახდინეს „ლეიბორისტული პარტიის“ მერობის კანდიდატზე.
რამდენიმე უბანზე ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა გაყალბებისთვის და არც იქ ერიდებოდნენ ფიზიკურ ძალას, მაგალითად 30-ე უბანში. პრინციპში, ქუთაისი და კიდევ რამდენიმე ოლქი გამოირჩეოდა იმ უმსგავსობით, რაც გლდანში და მარნეულში იყო. დაველოდოთ საერთაშორისო დამკვირვებლებს, ასევე ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციებს. მთავარი შედგი მიღწეულია – ოპოზიციამ გაიმარჯვა და ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია“, – განაცხადა ვაშაძემ.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











