ქუთაისში სტუდენტებმა ტრანსპორტზე შეღავათის დაწესებით მოთხოვნით აქცია ისევ გამართეს.
ისინი აცხადებენ, რომ მერიამ უკვე შემოიყვანა მუნიციპალური ტრანსპორტი და შესაძლებელია, სტუდენტებს შეღავათი გაუკეთონ.
მათი თქმით, დღეში რამდენჯერმე უწევთ ტრანსპორტით სარგებლობა და მსგავსად სხვა დიდი ქალაქებისა, აუცილებელია შეღავათი.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში გადაწყდება, ისარგებლებენ თუ არა სტუდენტები შეღავათით.
ავტორი: კესო მოლაშხია









