ქუვეითის მოქალაქეებს ვაქცინაციის გარეშე ქვეყნიდან გასვლა აეკრძალებათ. ინფორმაციას ამის შესახებ kuwaittimes-ი ავრცელებს.
აკრძალვა ძალაში 22 მაისიდან შევა და ის 18 წლამდე მოქალაქეებს არ შეეხებათ.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდით 277,832 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 1,590-ი.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 261,369-ს შეადგენს.