გუშინ, ქვემო ქართლში მარნეულის, ბოლნისის, დმანისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები დაისეტყვა.
განსაკუთრებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიასა და დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დაზარალდა.
როგორც ადგილობრივები ყვებიან სეტყვა თითქმის ოცი წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
„წინა თვეში გაგვინადგურა ბაღ-ბოსტნები, ახლა სულ მთლიანად ძირს ჩამოყარა ყურძენი, ვაშლი, კაკალი, რაც იყო ისიც აღარ არის, მიწა ისე იყო გადათეთრებული იფიქრებდი მოთოვაო“, – გვიყვება ადგილობრივი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში განაცხადეს რომ დაზარალებულმა. მოქალაქემ მუნიციპალიტეტს განცხადებით უნდა მიმართოს და ამის შემდეგ სპეციალური კომისია იმუშავებს, ზარალის დასათვლელად.
ავტორი: მარიამ ქველაძე











