ქვეყანაში გვაქვს პოლიტიკური კრიზისი, რომლის განმუხტვა შეთანხმების მიღწევაა, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა, ოპოზიციის ამოცანაა.
„ქვეყანაში გვაქვს პოლიტიკური კრიზისი, რომლის განმუხტვის გზა არ არის პარლამენტში შესვლა, ახლა, ვითომაც, არაფერი არ მომხდარა. განმუხტვის ერთადერთი სწორი გზა, პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაა. პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა ჩვენი, ოპოზიციის ამოცანაა.










