fbpx
02/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ქვეყანაში უნდა შეწყდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება – მამუკა ხაზარაძე

15:40 თებერვალი 13, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
818
ნახვა

„ლელო-საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოში სასამართლო პოლიტიკოსების მიერ არ უნდა იმართებოდეს. მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეც პოლიტიკურად მოტივირებულია.

„ნიკა მელიას გადაწყვეტილებას მე პირადად პატივს ვცემ, ეს არის ერთად-ერთი ინსტრუმენტი მის ხელში, საზოგადოებას აჩვენოს, რომ ჩვენ პოლიტიკური მართლმსაჯულება გვაქვს. ეს ადამიანი მიდის რისკზე, შესაძლოა დაიჭირონ და ამით კიდევ ერთხელ აფხიზლებს საზოგადოებას, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი საქმეებია შეკერილი. შესაბამისად, როცა შერიგებაზე ვლაპარაკობთ, გამოსავალი არის პოლიტიკური პატიმრების და პოლიტიკური საქმეების შეწყვეტა, თუ გვინდა განვითარების კალაპოტში ჩაჯდეს ქვეყანა. თუ ეს არ მოხდება, ქვეყანაში გაგრძელდება ადამიანებით/მძევლებით „ვაჭრობა“.

ნიკა მელია კანონს არღვევს თუ არა ეს მისი არჩევანია, პროტესტის ფორმა, როგორც ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში, არა იმიტომ, რომ პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას პატივს არ ვცემ – არა! მე არ მინდა შევიდე გაყალბებულ პარლამენტში, რომ მეც ამ გაყალბების ნაწილი არ გავხდე.

ჩვენ კარგად უნდა დავფიქრდეთ, რომ გზის გასაყარზე ვდგავართ. 4 წელი კიდევ გვინდა თუ არა ქვეყნის რყევაში ვიყოთ ყველა ერთად ჩართულები, შეგნებულად თუ შეუგნებლად, რადგან როცა გადაწყვეტილებას არ იღებ მაშინ გემი, უბრალოდ მიდის კაპიტნის გარეშე და რას დავეჯახებით არავინ იცის.

რა ინსტრუმენტი გამაჩნია მე? სულ ისმის ეს კითხვა რა გააჩნია ოპოზიციას. სიმტკიცე, მოთმინება და ამ ბოიკოტის მიერ ერთიანობა. თუ ამაში საზოგადოება გვერდში დაგვიდგება და მიხვდება რომ ეს არის გამოსავალი, ყველამ ერთად, საზოგადოებამ, ამომრჩეველმა, ვაჯობოთ იმ ადამიანებს ვინც წაგვართვა ხმები. რაც ნიშნავს, რომ დავნიშნოთ რიგგარეშე არჩევნები, ახალი ხმებით რომელიც ამ ქვეყანაში დაასრულებს პოსტ საბჭოთა, 30-წლიან მენტალობას, არჩევნებთან დაკავშირებით.

ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, გამარჯვებული პარტიის ლიდერი, რომლის გამოც “ოცნებამ” მიიღო ის ხმები რაც მიიღო და ის ტოვებს პარტიას, ამ დროს ყველა ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში ახალი არჩევნები ინიშნება. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ 50 პროცენტი ამომრჩეველი ლიდერს აძლევს ხმას, შემდეგ გუნდს და შემდეგ პროგრამას. წარმოიდგინეთ, ეს ადამიანი წავიდა პოლიტიკური სცენიდან, დაგვიტოვა გაყალბებული არჩევნები და გაყალბებული პარლამენტი.

გამოსავალი არის – შეცვლილი და მომზადებული კანონმდებლობა, რომ 2022-ში ჩაინიშნოს რიგგარეშე, ახალი არჩევნები. ჩვენ გამოსავლის გზებზე უნდა ვისაუბროთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თეგები: მამუკა ხაზარაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის სამხედრო ობიექტების განლაგება, თავისუფალი ვაჭრობა და ლუსტრაციის კანონის მიღება – მამუკა ხაზარაძის ინიციატივა

ნოემბერი 24, 2021
779
პოლიტიკა

მხოლოდ სირცხვილი არ არის ის გრძნობა, რომელიც გეუფლება ასეთი კადრების ნახვის დროს – მამუკა ხაზარაძე 

ნოემბერი 11, 2021
883
მთავარი ამბავი

მამუკა ხაზარაძემ პარლამენტი დატოვა

ოქტომბერი 31, 2021
875

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია