ქვეყანაში ვაქცინის მხოლოდ შემოტანა არაა ხსნა, მთავარია, ის თითოეულ მომხმარებლამდე მივიდეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ვიდრე აცრილები არ ვართ, აუცილებელია, ყველა იმ წესის დაცვა გავაგრძელოთ, რომელიც რეკომენდებულია.
„ძალიან გთხოვთ, ვინც დარბაზში ბრძანდებით, პირბადე აიფარეთ სახეზე ისე, რომ ფარავდეს ცხვირსა და პირს. გახსოვდეთ, რომ უნდა დაიცვათ დისტანცია,“ – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.











