უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი ბერა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება და ამბობს,რ ომ ინტერვიუში არანაირი აღიარება არ ყოფილა.
„რა აღიარებაზე ლაპარაკობთ და რა ავთენტურობაზე ლაპარაკობთ მე არ მესის. სხდომაზე ამ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა ჩემს შთაბეჭდილებას გეტყვით.
რა განსხვავებაა არაადამიანურობა. არაადამიანურობა არის როცა ერთი სიტყვის გულისთვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აგზავნის სოდის სპეცნაზმს და სასიკვდილოდ იმეტებენ საქართველოს პარლამენტის წევრს და ძლივს გადარჩა ვალერი გელაშვილი.
ადამიანურობა არის, როცა თინეიჯერებზე, 10-11 წლის ბავშვებზე თვეების განმავლობაში ბულინგის შეტევა ხდება უცენზურო ლექსიკით და ამის შემდეგ ერთი ადამიანი, ანზორ ჩუბინიძე მიდის იმ ოჯახში, მშობლების თანდასწრებით ბავშვს ეუბნება, რომ ამ მუქარის უკან რამე ხომ არ დგას, მართლა რამეს ხო არ აპირებთ, ის ეუბნება რომ არაფერს, მაშინ რათ გინდა შვილო ასეთ რამეს რომ აკეთებ, წავიდეთ სპორტზე მიგიყვან, ნორმალურ კალაპოტში ჩადგები, ეს არის განსხვავება ორ ღირებულებას შორის“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, გამოძიება დაწყებულია და უკანონო მოსმენისთვის იმედია ადამიანები დაისჯებიან.
„მკაფიო დანაშაულია, როცა ადამიანებს იწერენ უკანონოდ, ამაზე აღძრულია საქმე და იმედია დამნაშავე დაისჯება კიდევაც. რაც შეეხება ავთენტურობას, არის ათეულობით ჩანაწერი, საიდანაც ამოკრებილია სხვადასხვა სიტყვები, მათ შორის არაცენზურული და არის გაკეთებული ცუდი მოსასმენი ტექსტები. ქმედება, რომელსაც არ ჰყავს დაზარალებული, დანაშაული ბუნებრივია ვერ იქნება“,- აცხადებს სოზარ სუბარი.











