fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რა არის ეპშტეინ-ბარის ვირუსი და რა კავშირი აქვს გრძლევადიანი კოვიდის სიმპტომებთან – მეცნიერების ახალი აღმოჩენა

14:12 ივნისი 24, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
3.4k
ნახვა

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან თითქმის ერთ წელზე მეტი გავიდა. ექიმები დროთა განმავლობაში ვირუსზე უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას იგებენ.

ბოლო პერიოდში მეცნიერები კიდევ ერთ ახალ აღმოჩენამდე მივიდნენ და ეპშტეინ-ბარის ვირუსისა და გრძლევადიანი კოვიდის სიმპტომებთან შესაძლო კავშირზე ალაპარაკდნენ.

კერძოდ, ჟურნალ Pathogens-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით,  ორგანიზმის რეაქცია, კორონავირუსული ინფექციის შეღწევისას, ეპშტეინ-ბარის ვირუსის (წარმოადგენს მე-4 ტიპის ჰერპესის ვირუსს. ის, შესაძლოა, მთელი ცხოვრება იყოს ადამიანის ორგანიზმში და  სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს) რეაქტივაციას ახდენს, რაც შესაძლოა, იმის მიზეზი იყოს, თუ რატომ იწვევს გრძელვადიანი კოვიდი ისეთ სიმპტომებს როგორებიცაა: დაღლილობა, გონების დაბინდვა, გამონაყარი და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. „გრძელი კოვიდი“ ვირუსგადატანილი ადამიანების დაახლოებით 30,3%-ს უვითარდება.

კვლევის განმავლობაში მეცნიერებმა 185 ვირუსგადატანილი ადამიანი გამოიკვლიეს, რომელთაც გრძელვადიანი კოვიდი განუვითარდათ.

„COVID გადატანილ ადამიანებს, რომლებსაც ე.წ. „გრძელი კოვიდი” აღენიშნებოდათ,   ეპშტეინ-ბარის ვირუსის (ებვ) ტესტები (გამოიყენება სისხლში ებვ ანტისხეულების აღმოსაჩენად და ებვ ინფექციის დიაგნოსტირებისთვის) ჩავუტარეთ. ეს ყველაფერი საჭირო იყო, რათა გრძელვადიანი კოვიდის მქონე სიპტომატური და უსიმპტომო პაციენტების ორგანიზმში ეპშტეინ-ბარის ვირუსის რეაქტივაციის დონე ერთმანეთს შეგვედარებინა.

აღმოჩნდა, რომ კვლევაში მონაწილე ადამიანების უმრავლესობას, რომლებსაც გრძელვადიანი კოვიდის სიმპტომები გამოუვლინდათ, ორგანიზმში ეპშტეინ-ბარის ვირუსის რეაქტივაციის მაღალი დონე აღენიშნებოდათ“,- განაცხადა კვლევის მთავარმა ავტორმა (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან) ჯეფრი ე გოლდმა.

კვლევის შედეგად დადგინდა ისიც, რომ ორგანიზმში ეპშტეინ-ბარის ვირუსის რეაქტივაცია ინფიცირებიდან მალევე ხდება და მოგვიანებით გრძელვადიან კოვიდს იწვევს.

მეცნიერები ამბობენ, რომ SARS-CoV-2-სა და ებვ-ს შორის შესაძლო კავშირი გრძელვადიანი კოვიდის დიაგნოსტირებისა და პრევენცისს მხრივ ექიმებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის. მათი თქმით, გონივრული იქნება თუ ექიმები ინფიცირებული ადამიანებს ებვ ინფექციაზე თავიდანვე შეამოწმებენ. როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, თუ ტესტირების შედეგად აღმოჩნდება, რომ ინფიცირებულ ადამიანს ორგანიზმში ეპშტეინ-ბარის ვირუსის რეაქტივაცია აღენიშნებათ, ექიმები მას ადრეულ ფაზაზე უმკურნალებენ, რაც გრძელვადიანი კოვიდის სიმპტომების განვითარების რისკს საგრძნობლად შეამცირებს.

„იმ  შემთხვევაში, თუ სხვა კვლევებითაც დადასტურდება, რომ გრძელვადიანი კოვიდის სიმპტომებს ეპშტეინ-ბარის ვირუსის რეაქტივაცია იწვევს, ეს ექიმებს გრძელვადიანი კოვიდის დიანოსტირებისა და პრევენციის მხრივ ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. კერძოდ, ისინი გრძელვადიანი კოვიდის განვითარების რისკის შესამცირებლად ჰერპესვირუსის საწინააღმდეგო საშუალებებს უკეთესად გამოიყენებენ“,- ამბობს University of Warwick-ის ვირუსოლოგი ლოურენს ს. იანგი.

|გრძელვადიანი კოვიდის რომელი სიმპტომები აღენიშნებოდათ ადამიანებს, რომლებსაც ორგანიზმში ეპშტეინ-ბარის ვირუსის რეაქტივაცია გამოუვლიდათ:

ხშირად გამოვლენილი:

  • დაღლილობა
  • ინსომნია
  • თავის ტკივილი
  • მიალგია (კუნთების ტკივილი)
  • დაბნეულობა
  • სისუსტე

იშვიათად გამოვლენილი

  • გამონაყარი
  • ფარინგიტი ( ხახის ლორწოვანი გარსისი ანთება)
  • მუცლის ტკივილი
  • ხმაური ყურებში
  • ლიმფადენოპატია (ლიმფური ჯირკვლების გადიდება)
  • სმენის დაკარგვა
გრძელვადიანი კოვიდის სიმპტომები
გრძელვადიანი კოვიდის სიმპტომები

მომზადებულია MedicalXpress-ის მიხედვით

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენგო PTN.ge

თეგები: გრძელვადიანი კოვიდი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

სერბეთმა საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის სერტიფიკატი აღიარა

ივლისი 27, 2021
788
მსოფლიო

ბრიტანეთში გრძელვადიანი კოვიდის შემთხვევების რაოდენობა ბავშვებში შეშფოთებას იწვევს

მარტი 2, 2021
912
მთავარი ამბავი

გრძელვადიანი Covid 19 – ვის შეიძლება განუვითარდეს ის

ოქტომბერი 27, 2020
8k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია