fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ყარაბაღის კონფლიქტმა საქართველოზე – გია ჯაფარიძის პროგნოზი

00:22 სექტემბერი 28, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.3k
ნახვა

ყარაბაღის კონფლიქტმა რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საქართველოზე?! – ამ კითხვით „Ptn” ექსპერტ გია ჯაფარიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რეგიონში შესაძლოა, ძალიან ცუდი შედეგები დადგეს ან მოლაპარაკებამ ახალი შესაძლებლობები გააჩინოს…

„ყარაბაღის კონფლიქტის გაღრმავებამ შესაძლოა, საქართველოს ძალიან ცუდი შედეგები მოუტანოს და ასევე, მთლიანად რეგიონისთვის უკეთესი პერსპექტივის გაჩენის შესაძლებლობაც გაჩნდეს.

გასული საუკუნის დასაწყისში, სამხრეთ კავკასიაში სამი დამოუკიდებელი რესპუბლიკა (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) გაჩნდა, რომლებმაც კავკასიური სოლიდარობის შექმნა ვერ მოახერხეს. ეს ვერც მეოცე საუკუნის ბოლოს შეძლეს, ბალტიური სოლიდარობის შექმნისგან განსხვავებით. ამიტომ, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა სამშვიდობოს გააღწიეს, ჩვენ კი – ვერ.

ყარაბაღის კონფლიქტი არის ძალიან ცუდი, რომელსაც აქვს პოტენციალი მთელი რეგიონის მომავალი დაასამაროს. უკეთესი იქნება, თუ სრულმასშტაბიან ომში არ გადაიზრდება, რისი ნიშნებიც არის. ეს საფრთხე მთელ რეგიონს ემუქრება, მათ შორის – საქართველოს. ეს უნდა დასრულდეს მოლაპარაკებებით, რაც მშვიდობის სივრცეს აჩენს.

ჯერჯერობით, რაც ახლა ხდება ძალიან სახიფათოა. ორივე ჩვენი მეზობელი სახელმწიფოა, ორივესთან გვაქვს კარგი ურთიერთობები. ამ კონფლიქტმა რეგიონი უკან დახია.

ეს არ იქნება მხოლოდ სომხეთ-აზერბაიჯანის ომი. თბილისიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში ასეთი რამ რომ ხდება, რა ინვესტიციებზე, სუვერენიტეტის განხორციელებასა და ეკონომიკურ განვითარებაზე შეიძლება იყოს საუბარი. რეგიონი დაკარგავს იმ ინტერესს, რაც დღეს არსებობს. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოქვეყნებული წერილი ამ კონფლიქტის შესახებ, ძალიან მომეწონა. იმედია, ასე გავაგრძელებთ.

 – კონფლიქტის გაღრმავების შემთხვევაში, რა საფრთხე ემუქრება საქართველოს?

– ყარაბაღი არ არის საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სომხეთის ტერიტორია, ეს არაღიარებული ტერიტორიული ერთეულია. სომხეთს ხელშეკრულება აქვს რუსეთთან, აზერბაიჯანს – თურქეთთან. თუ მხარეებმა ამ ხელშეკრულებების ამოქმედება გადაწყვიტეს, რთული ვითარება იქმნება: რომელიმე მხარემ თუ გვთხოვა, საქართველო იყოს გამოყენებული, მაგალითად: საბრძოლო იარაღის გატარებაზე, ცხადია უარს ვიტყვით. ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით. რუსების ქცევის მოდელი ვიცით – ჯერ შემოვლენ და მერე იტყვიან, გაგვატარეო.

რაც შეეხება რეგიონისთვის პერსპექტივის გაჩენას, არცერთ ქვეყანას არ გვაწყობს სიტუაციის ესკალაცია რეგიონში, რადგან ევროპის კავშირი და ბევრი დედაქალაქი გვიყურებს არა როგორც ცალკე სახელმწიფოს, არამედ – მთლიანი რეგიონის ნაწილს.

პირველი ამოცანაა, ომის დასრულება. მერე – მოლაპარაკებების დაწყება. ეს ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

 – კონფლიქტის გაღრმავება გამოიწვევს რუსეთისა და თურქეთის ღიად ჩართულობას სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში, რა გავლენას იქონიებს ეს საქართველოზე?

– რუსეთი და თურქეთი დაპირისპირებულები არიან ლიბიაში, შავ ზღვაზე, სირიაში, სამხრეთ კავკასიაში. არის საკითხები, რაზეც თანამშრომლობენ, მაგრამ არის ისტორიული ინტერესი, რაზეც ვერ შეთანხმდებიან.

ცხადია, რუსეთის ინტერესშია რეგიონში დესტაბილიზაცია, წყლის ისე ამღვრევა, რომ მარტომ ითევზაოს ამღვრეულ წყალში.

საფრთხე, რომ საქართველოს რაღაცები მოთხოვონ კონფლიქტის გაღრმავების შემთხვევაში, არის. თუმცა, რუსეთი შეეცდება რაციონალურ მოთამაშედ წარმოაჩინოს თავი საერთაშორისო ნორმების მიხედვით. რადიკალური ნაბიჯები საერთაშორისო პოლიტიკაში არ ხდება. თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ უნდა გადააბიჯოს საერთაშორისო სამართალს და დახიოს ყველა ხელშეკრულება, ამას ნებისმიერ შემთხვევაში გააკეთებს.

 – ალიევი რამდენიმე დღის წინ აცხადებდა, რომ სომხეთი აზერბაიჯანზე მიტანილი იერიშით ტესტავს საერთაშორისო ინსტიტუტების რეაქციასო. შეიძლება ეს იყოს დაპირისპირების მოტივი?

– არა, ეს პირველად არ უთქვამს. ივლისში, როცა სომხეთმა აზერბაიჯანს დაარტყა, ეს რაღაც უფრო დიდის სამზადისს ჰგავდა. სომხეთმა დატესტა რუსეთი და ცუდი შედეგი მიიღეს. თუმცა, საყურადღებოა, რომ ამ შემთხვევაში საქმე ყარაბაღზეა, რომელიც არაღიარებული ერთეულია. მაშინ, შეიარაღებული კონფლიქტი სულ სხვა ლოკაციაზე იყო.

 

თეგები: ექსპერტი

დაკავშირებული სტატიები

ეკონომიკა

დოჰაში გამოფენაზე 15 ქართული კომპანიის პროდუქციაა წარმოდგენილი

მარტი 25, 2021
800
პოლიტიკა

ოპოზიციის ნაბიჯი პოლიტიკური თვითმკვლელობაა – სოციალური უსაფრთხოების ექსპერტი

ივლისი 1, 2020
916

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია