“”ქართული ოცნების” წევრებმა გადაწყვიტეს სრულად იზოლირება ქართული საზოგადოებისგან და, შესაბამისად, ამაზეც იქნება შესაბამისი პასუხი და ეს არის ქუჩა და პროტესტი”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა არ უნდა.
“როდესაც ნიკა მელიას დაპატიმრებას გიანონსებენ, რა მეხუთე რაუნდზე და შეხვედრაზეა საუბარი. გასაგებია ყველაფერი და გასაგებია “ქართული ოცნების” გზავნილი. თუ უნდოდა “ქართულ ოცნებას” რაიმე სახით, რომ ერთიანი ძალებით დაგვეძლია ჩვენ ეს პოლიტიკური კრიზისი, ამისთვის ძალიან ბევრი დრო ჰქონდა მეოთხე რაუნდის შემდეგ, ეს შეხვედრა შეიძლებოდა შემდგარიყო და ჩვენ შეიძლბეოდა გვესაუბრა კონკრეტულ თემებზე, მაგრამ, ეს შეხვედრა არ შედგა. როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” არც აპირებს ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგას და ეს მათი არჩევანია. მათ გადაწყვიტეს სრულად იზოლირება ქართული საზოგადოებისგან და, შესაბამისად, ამაზეც იქნება შესაბამისი პასუხი და ეს არის ქუჩა და პროტესტი,”-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.











