fbpx
07/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რა მემაჟორიტარება?! არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ – მირიან ნიკოლაძე

11:41 ივლისი 13, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
2k
ნახვა

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე, რომელიც „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ პოლიტიკური საბჭოს წევრია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გამორიცხავს.

როგორც ნიკოლაძემ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა,  ის ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, პარლამენტში შესვლის გარეშე იბრძოლებს.

მირიან ნიკოლაძე: მე ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე ვიყავი ჩართული, მათ შორის, კონსულტაციების დონეზე პარტიულ საქმიანობაში. შემდგომ  პარტიის რეგისტრაციის  დროს ოფიციალურად წარმადგინეს და მოგეხსენებათ, მე ახლა ვარ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი.

რა მაჟორიტარობა, რის მაჟორიტარობა?! მალევე ტრაგედია დაგვატყდა თავს და რა მემაჟორიტარებოდა?! ეს არ მაინტერესებს, საერთოდ არ არის  ეს ჩემს ინტერესში. მე არჩევნებში, რა თქმა უნდა, მონაწილეობას არ მივიღებ. ჩემთვის მაჟორიტარობა და მსგავსი რამეები საინტერესო არ არის, ჩემთვის საინტერესოა ზოგადი ამოცანები.

ერთადერთი რამე მაინტერესებს,  ამას არ შევარჩენ „ქართულ ოცნებას“, სანამ პირში სული მედგმება – რომ ეს ნაგვები დატოვა ისევ… დღეს რომ ციხეებში უნდა ეყარონ, გალიაში რომ პეჩენიებს უნდა აწვდიდეს მთელი ქვეყანა. აი, ამ ხალხს რომ პასუხი არ მოეთხოვა, ამას „ქართულ ოცნებას“ არ შევარჩენ.

-ბატონო მირიან, რომელი ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების დასჯას მოითხოვთ კონკრეტულად?

-საერთოდ ვინ დასაჯეს? თავიანთი მრევლი ჰყავთ 100 ათას კაციანი, ფანატიკოსების ჯგუფი,  ნახევარი მათგანი იყო სისხლის სამართლის დამნაშავე და ხმა არავის გაუცია. წინა ცხრაწლიან პერიოდში, როდესაც ეს ხალხი ჩადიოდა  სისხლის სამართლის დანაშაულს, შემდგომში მათ პასუხი არავინ გასცა. 20 ათასამდე განცხადებაა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შესული „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით და 100 კაცზე არ არის შედეგი დამდგარი.

-თქვენი მიზანია, რომ პოლიტიკური ველიდან „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, „ნაციონალური მოძრაობაც“ გააქროთ?

-პირადად ჩემი მიზანი ეს არის და პარტიას სხვა უფრო დიდი გეგმებიც აქვს. მე ვეხმარები ჩემს მეგობრებს, ვარ პოლიტიკური საბჭოს წევრი. მათთვის გავაკეთებ იმას, რასაც მთხოვენ და რაშიც დავჭირდები.

-საზოგადოების ნაწილი გაკრიტიკებთ, რადგან მათი აზრით, პოლიტიკაში წასვლისთვის  არასასურველი დრო შეარჩიეთ. რა პასუხი გაქვთ აღნიშნულზე?

-რომელი საზოგადოება – ფანატიკოსები არიან. მიშას სურათები რომ უდევთ „ფეისბუქის“ გვერდზე, მეტი არავინ იწყევლება და იგინება. შეხვალთ ნახავთ, მიშას სურათი უდევს ან “ნაციონალის” დროშა აქვს ტანზე შემოხვეული და აქეთ-იქით ოლიმპიური ჩემპიონივით დარბის. რომელ საზოგადოებაზე ლაპარკობთ – ამ მაჯლაჯუნების, ფანატიკოსების ბუდეზე?! მე ანგარიშები უნდა ვაბარო ამ ავადმყოფებს, გინდა გვარამიას და გაბუნიას?!

-გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, როგორი მოლოდინი გაქვთ – დადგება თუ არა ამ საქმეზე ობიექტური შედეგი?

-როგორი მოლოდინიც მაქვს, შედეგიც ისეთი იქნება, რადგან დღემდე ოჯახის მოთხოვნა რაც იყო, ყველაფერი შესრულებულია. იმედი მაქვს, რომ არაფერი შეიცვლება.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

 

თეგები: 2020 წლის არჩევნებიმირიან ნიკოლაძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კონკრეტული პირების გამოკითხვა დაიწყო

ივნისი 15, 2021
784
პოლიტიკა

ჩვენ, ბარიერგადალახული პარტია გარეთ ვართ დარჩენილი – ნინო ბურჯანაძე

მაისი 21, 2021
825
პოლიტიკა

დღეს საგამოძიებო კომისიის წევრები ელჩებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან

მაისი 20, 2021
868

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია