მამაკაცი, რომელმაც უკრაინის ქალაქ ლუცკში ავტობუსი გაიტაცა, აცხადებს, რომ მისი მთავრი მოთხოვნაა მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან.
კერძოდ, ის ითხოვს, სასამართლოების, სამინისტროების, პროკურატურის, პარლამენტისა და ეკლესიის მეთაურებმა Youtube-ზე მიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ სწორედ ისინი არიან „კანონიერი ტერორისტები“.
მისი განცხადებით, კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ხალხმრავალ ადგილას აქვს დამონტაჟებული.











