fbpx
15/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რა შემთხვევაში არის შესაძლებელი ხელახალი და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება – კონსტიტუციონალისტის განმარტება

00:43 ნოემბერი 15, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
845
ნახვა

კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში განმარტა, თუ როგორ არის შესაძლებელი პროცედურულად ხელახალი და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.

„ოპოზიციის მოთხოვნა შეიცავს ხელახალი არჩევნების ჩატარებას და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას. პარლამენტის შეკრებამდე შესაძლებელია შეიქმნას ის ვითარება, რომ აუცილებელი გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება. თუმცა, გასათვალისწინებელია ორი რამ:

პირველ რიგში ის, რომ მე ვერ ვხედავ შესაბამისი გარემოებების შექმნის რეალურ შესაძლებლობას, რადგან ხელახალი არჩევნები ინიშნება, თუკი ბათილად იქნა ცნობილი არჩევნების შედეგი საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში, ან იმდენ საარჩევნო უბანში, სადაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობა ამომრჩევლის საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია. ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ.

მეორე მიზეზი არის ის, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაცია დარჩება იგივე, რადგან მისი დაკომპლექტების წესის შეცვლას სჭირდება ცვლილებების შეტანა საარჩევნო კოდექსში. ცხადია, ეს ახლა ვერანაირად ვერ განხორციელდება“, – განაცხადა ხმალაძემ.

კონსტიტუციონალისტის მოსაზრებით, ბევრად უფრო მარტივადაა შესაძლებელი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, თუმცა, ამისთვის უმრავლესობის კეთილი ნება იქნება საჭირო.

„არის შესაძლებლობა, რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, რომელიც შეიძლება დაინიშნოს უკვე პარლამენტი შეკრების მერე. რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ვალდებულება წარმოიქმნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი ვერ შექმნის მთავრობას, ან თუ შექმნა მთავრობა და გარკვეული დროის შემდეგ მთავრობამ დასვა პარლამენტის წინაშე ნდობის გამოცხადების საკითხი, პარლამენტმა ნდობა არ გამოუცხადა და ვეღარ შექმნა მთავრობა. ეს სცენარი შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამაზე თანახმა იქნება ის, ვისაც პარლამენტში უმრავლესობა ექნება. „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია თუ შეთანხმდნენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თაობაზე, ვთქვათ, იმ დროის შემდეგ, რაც შეტანილი იქნება შეთანხმებული ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, ოპოზიციის პარლამენტში შეუსვლელად ამის გაკეთება შეუძლია „ქართულ ოცნებას“. პარლამენტის შეკრების მერე, როდესაც ის ცნობს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას, მას შეუძლია 10 დღის ვადაში შეიტანოს სათანადო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, და ამ ცვლილებით შესაძლებელი იქნება შეიცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი. ყველა პარტიას ჰყავდეს თითო წარმომადგენელი, შემცირდეს ზემდგომი კომისიის მიერ დანიშნულ წევრთა რაოდენობა და მმართველ პარტიას აღარ ჰქონდეს საუბნო საარჩევნო კომისიებში უმრავლესობა. ასეთი კომისიების მიმართ ნდობის ხარისხი იქნება უფრო მაღალი.

ანუ, ჯერ განხორციელდეს ეს ცვლილებები, შემდეგ დადგეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი, პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადება, ახალი მთავრობის ვერ შექმნა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ეს სცენარი შეიძლება განხორციელდეს როგორც ოპოზიციის პარლამენტში შესვლის, ისე არ შესვლის შემთხვევაში“, -განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

ვახტანგ ხმალაძე ფიქრობს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში ერთპარტიული პარლამენტი აუცილებლად გამოიწვევს პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც რიგგარეშე არჩევნების მიზეზი გახდება. თუმცა, ის მიიჩნევს, რომ შეუთანხმებლობის შემთხვევაში, უმჯობესია, ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს, შექმნას საგამოძიებო კომისია და საარჩევნო ოლქებში შედეგების გაბათილებას ამ გზით მიაღწიოს.

„თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ მოხდა, თუ ოპოზიცია არ შევიდა პარლამენტში, ამ დროს იქმნება პოლიტიკური კრიზისი, ერთპარტიული პარლამენტი ყოველთვის იწვევს პოლიტიკურ კრიზისს. ადრე თუ გვიან შეიქმნება ისეთი პოლიტიკური კრიზისი, როდესაც ეს ერთპარტიული უმრავლესობა იძულებული გახდება წავიდეს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. თუ ოპოზიცია შევა პარლამენტში და შექმნის საგამოძიებო კომისიას, დარწმუნებული ვარ, რომ საარჩევნო უბნების მასალების გასაჯაროებით უამრავი კანონდარღვევა გამოვლინდება და ამით შექმნას დამატებითი  ზეწოლის მექანიზმი საპარლამენტო უმრავლესობაზე, იმისათვის რომ სწრაფად დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები და არა მაშინ, როდესაც პოლიტიკური კრიზისი მიაღწევს ისეთ ხარისხს, რომ პარლამენტი იძულებული გახდეს დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. მე მგონია, რომ ეს გზა შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში უფრო ადრე გამოიწვევს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, ვიდრე ერთპარტიული პარლამენტის ხელში ქვეყნის დატოვება“, – განაცხადა მან.

 

 

თეგები: 2020 წლის არჩევნები

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კონკრეტული პირების გამოკითხვა დაიწყო

ივნისი 15, 2021
782
პოლიტიკა

ჩვენ, ბარიერგადალახული პარტია გარეთ ვართ დარჩენილი – ნინო ბურჯანაძე

მაისი 21, 2021
823
პოლიტიკა

დღეს საგამოძიებო კომისიის წევრები ელჩებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან

მაისი 20, 2021
868

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია