იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე იმედოვნებს, რომ ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში განახლდება, თუკი მოქალაქეთა ვაქცინაციის პროცესი ინტენსიურ სახეს მიიღებს.
„ციფრები, რომელიც დღეს გვაქვს ძალიან მაღალია და რისკის ქვეშ აყენებს სკოლების გახსნის საკითხს. თუ გავითვალისწინებთ ძალიან მაღალ მიმართვიანობას ვაქცინაციის ცენტრებში, შესაძლებელია, რომ მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდეს. ეს სავსებით დასაშვები სცენარია. ამ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ სკოლების გახსნის საკითხი, ვინაიდან სკოლა არ წარმოადგენს ინფექციის გავრცელების წყაროს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.











