„ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ქუთაისის მერობის კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს რჩევა მისცა.
„როგორც დედაქალაქის მერმა, მინდა რამდენიმე რჩევა მივცე, რომელიც მას (იოსებ ხახალეიშვილს) გამოადგება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უნდა უსმინო თანაქალაქელებს. ყველა პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იქნება უცებ, მაგრამ ყოველდღიური კომუნიკაციით და შეხვედრებით, საუბრით ადგილობრივ მოსახლეობასთან შესაძლებლია ამ ადამიანებს აუხსნა რისი გაკეთება შეგვიძლია დღეს, რისი გაკეთება შეგვიძლია ხვალ. რა არის პრობლემა და რის გაკეთებას ვერ ვახერხებთ დღეს. იყო მერი, არ არის პრივილეგია ეს არის ხალხის მსახურება”, – მიმართა კახა კალაძემ ქუთაისის მერობის კანდიდატს.
პრემიერ-მინისტრმა მმართველი პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ქუთაისის მაჟორიტარად საკრებულოს ყოფილი დეპუტატი და კლინიკა „ელჯის” მფლობელი ზაზა ლომინაძე წარადგინა.
ავტორი: კესო მოლაშხია











