საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად თორნიკე გოგებაშვილი აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.
„2020 წლის 20 აგვისტოს გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა. გამგეობის წევრებმა ცნობად მიიღეს გიორგი გორგასლიძის განცხადება კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
ამავე სხდომაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად არჩეული იქნა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი თორნიკე გოგებაშვილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მანამდე რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გორგასლიძემ თანამდებობა დანიშვნიდან 9 დღეში დატოვა.