რაღაც პატარა კვირტები თითქოს გამოისხა, – ასე აფასებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებასა და ფასილიტატორ ელჩებთან გამართულ მესამე რაუნდის შეხვედრას.
„რაღაც პატარა კვირტები თითქოს გამოისხა, მაგრამ რაიმე ხელშესახები არა, ჯერჯერობით. იმ ორგანოში შესვლა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააკომლექტა საკუთარი ხელით, გამორიცხულია. ეს პარლამენტი არ შედგება. ეს არის მკვდრად შობილი ორგანო“, – განაცხადა ნათელაშვილმა.











