fbpx
18/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რამდენად მაღალია კოვიდინფიცირების შანსი – კვლევა

17:46 ივლისი 15, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
epa08271361 Members of Iranian fire fighters and municipality workers disinfect the streets of the capital city on Tehran, Iran, 05 March 2020. According the last report by the Ministry of Health, 2922 people diagnosed with the Covid-19 coronavirus and 92 people have died in Iran.  EPA-EFE/ABEDIN TAHERKENAREH

epa08271361 Members of Iranian fire fighters and municipality workers disinfect the streets of the capital city on Tehran, Iran, 05 March 2020. According the last report by the Ministry of Health, 2922 people diagnosed with the Covid-19 coronavirus and 92 people have died in Iran. EPA-EFE/ABEDIN TAHERKENAREH

1k
ნახვა

COVID 19 – ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ მხარეებს ონლაინ ფორმატში საქართველოში, კორონავირუსის ფონზე მოსახლეობის ცოდნის, რისკების აღქმის, პრევენციული ქცევების და ნდობის მონიტორინგის შედეგები წარედგინათ.

კვლევის სამი ტალღა, რომელიც 21 აპრილიდან 15 მაისის პერიოდში, თითო კვირიანი ინტერვალებით ტარდებოდა, საქართველოს ყველა რეგიონს (გარდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისა) მოიცავდა. შედეგად გამოვლინდა:

  • გამოკითხულთა უმრავლესობა (76-84%) მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ COVID-19 გავრცელების პრევენციისათვის ადეკვატური ნაბიჯები გადადგა და დროულად იმოქმედა. ამ პროცესში ჩართული სამთვრობო ორგანიზაციების მიმართ ნდობაც მაღალია.
  • მოსახლეობის 90%-ზე მეტმა კარგად იცის COVID-19 სიმპტომებისა და მისი გადაცემის გზების შესახებ, ხოლო დამცავ ზომებს 90%-ზე მეტი მიმართავს.
  • ნაკლებად გავრცელებული სიმპტომების შესახებ ცოდნა უფრო დაბალია და შესაბამისად, გამოკითხულ მოსახლეობას მეტი ინფორმაციის მიღება სურს.
  • კვლევამ ზომიერად ოპტიმისტური დამოკიდებულება გამოავლინა, იმაზე თუ როგორ უმკლავდება მოსახლეობა კორონავირუსს – დაახლოებით 55% თვლის, რომ ინფიცირების შანსი დაბალია.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილის, კატალინ გერმანის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს COVID-19 კრიზისთან დასაძლევად სხვადასხვა გზით ეხმარება.

„ეს კვლევა 1,5 მილიარდი ლარის ოდენობით მხარდაჭერის მხოლოდ მცირე ნაწილია. შემდეგ კვირაში საქართველო დიდი ოდენობით სამედიცინო პირად დამცავ საშუალებებს მიიღებს. კვლევა მნიშვნელოვანია მოსახლეობის არამხოლოდ კრიზისის მიმართ დამოკიდებულების გასარკვევად, არამედ სამომავლო ინტერვენციების დასაგეგმად. რეალობის ამ ფორმით შესწავლა გვეხმარება, მოსახლეობის მოლოდინსა და დამოკიდებულებას ზუსტად მოვარგოთ სამომავლო ინტერვენციები. შესაბამისად, პანდემიასთან ბრძოლის დროს ევროკავშირი კვლავ საქართველოს გვერდით იქნება,“ – აცხადებს კატალინ გერმანი.

საზოგადოების დამოკიდებულების კვლევას უკვე გაეცნენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და დონორები და შედეგები გამოიყენება COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისათვის საჭირო ინტერვენციების დასაგეგმად და რისკების კომუნიკაციისა და თემის ჩართულობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მოსამზადებლად.

„ჯანმოს საქართველოსთან მრავალწლიანი მუშობა ამ პანდემიის დროს კიდევ უფრო გაძლიერდა. აღნიშნული კვლევა ფასდაუდებელ ინფორმაციას გვაწვდის სამომავლოდ, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩასატარებლად. შედეგები უკვე ასახულია რისკების კომუნიკაციისა და საზოგადოების ჩართულობის სტრატეგიაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ჯანმოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ამზადებს, რათა ქვეყნამ უკეთ შეძლოს მოსახლეობის საჭიროებებსა და მოლოდინზე პასუხის გაცემა,“ – აცხადებს სილვიუ დომენტე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.

„პანდემიის დაწყებიდანვე გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია, რათა ქვეყანას შეძლებოდა უკეთ დაეკმაყოფილებინა გადაუდებელი საჭიროებები და უფრო  მედეგი გამხდარიყო საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გასანკლავებლად. ჯანმოსა და ჩვენს დონორებთან ერთად გაეროს ბავშვთა ფონდი ეხმარება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რისკების კომუნიკაციისა და საზოგადოების ჩართულობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადებაში, რომელსაც სამინისტრო მალე დაამტკიცებს. ეს პროცესი კვლევის შედეგებს ეყრდნობოდა, რაც შემდგომი დახმარებისა და ინტერვენციის დასახვეწად გამოიყენება“, – აცხადებს ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში.

კვლევა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს და  საქართველოს ოფისის და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს, ევროკავშირის და ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

აღნიშნული სამი ტალღის გარდა, დამატებით, ეთნიკური შემადგენლობის გათვალისწინებით,  მიზანმიმართული კვლევა ჩატარდა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. შედეგები მალე გამოქვეყნდება.

თეგები: კვლევა

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

კვლევა: AstraZeneca-ს ან Pfizer-BioNTech-ის ვაქცინების Moderna-ს ვაქცინასთან კომბინაცია უკეთეს იმუნურ პასუხს უზრუნველყოფს

დეკემბერი 8, 2021
832
პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ 50,9%, „ენმ“ 25,2%, „საქართველოსთვის“ 5,7% – კვლევის მიხედვით, ხვალ რომ თბილისის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს შედეგები ასე გადანაწილდა

სექტემბერი 23, 2021
777
მთავარი ამბავი

კახა კალაძე – 57,9% – ნიკა მელია 27,8% – გიორგი გახარია 5,3% – „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში კვლევის შედეგები წარმოადგინა

სექტემბერი 23, 2021
778

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია