რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ გარდაბანში, სარწყავ არხში დაკარგული 35 წლამდე კაცის ცხედარი მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ იპოვეს.
გარდაცვლილი რუსთავის პროზექტურაში გადაასვენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი მამასთან ერთად თევზაობდა, რა დროსაც წყალში გადავარდა.
შემთხვევის ადგილზე 2 სამაშველო ბრიგადა და მყვინთავები მუშაობდნენ.











