გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა მმართველ პარტიას მსგავსი პროცესების წამოწყება, როდესაც მიუკერძოებელი შემფასებლების თვალში, ხელისუფლება-ოპოზიციის დისკუსიაში წაგებულის როლში ოპოზიცია იყო. ამის შესახებ მან „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მელიას მიმართ ხელისუფლების ქმედება პოლიტიკური და ტაქტიკური შეცდომაა.
„ტაქტიკურად რომ გადავხედოთ, როცა შენი მეტოქე ემზადება ჩხუბისთვის და ტაქტიკა აღარ დარჩა, რომ მოიგოს, იმიტომ რომ მიუკერძოებელი შემფასებლები რომ ავიღოთ, ოპოზიციამ დისკუსიაში თუ ბოლომდე არ წააგო, უკვე აგებდა და ის, ამ შემთხვევაში თუ ემზადება ჩხუბისთვის, შენც ჩხუბი უნდა დაუწყო და გაახარო ამით? მე მგონი, ყველანაირად შეცდომაა პოლიტიკურადაც, ტაქტიკურადაც და რთულია პროგნოზირება რა მოხდება.
ჩვენ არ დავიკავებთ არცერთ მხარეს, საბოლოო ჯამში, ორივე მხარე იქცევა ისე, რომ ჩხუბი შედგეს, ჩვენ არ გვჯერა, რომ ოპოზიცია გადარჩება თუ ჩხუბი იქნება მთავარი ტაქტიკა. ჩვენ არ ვიქნებით იმ მხარეს, რომელიც პოლიტიკურ რეპრესიებს იწყებს და გასაგებია, რომ ეს საქმე არის პოლიტიკური და ნიკა მელია არის საბოლოო ჯამში მორალურად სწორი და მართალი და არ გამოვრიცხავ, რომ აღმოვჩნდე მელიას დასაცავ მიტინგზე.
აქედან ენმ-ს ოფისში არ მივალ, ამ მომენტისთვის, არის ძალიან ცუდად დადგმული სპექტაკლი, რომელსაც შეიძლება ადამიანის მსხვერპლი მოჰყვეს და მე არ მინდა, რომ ამ შემთხვევაში გავერიო. “ქართულმა ოცნებამ” შექმნა პირობა, რომ ენმ-ს გაუჩნდეს ინსტრუმენტი ამ ბრძოლაში და ენმ-ამ ეს გამოიყენა. ამ მომენტიდან, ისეთი ნაბიჯებია გადადგმული, რომ უკან დახევა ძალიან რთულია, თუ რომელიმეს ეყოფა ადეკვატურობა და არ გადავა რაღაც ზღვარს, შეიძლება დასრულდეს სრულიად მშვიდობიანად,”- განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.










