fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რას უკავშირდება მსოფლიოში კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებლის კლება – ფაქტები და ვერსიები

18:32 ოქტომბერი 30, 2020
წაკითხვის დრო:2 mins read
A A
0
2k
ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო. ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად რეკორდულად იმატებს. კოვიდის პრევენციის მიზნით, ქვეყანების უმრავლესობაში ლოქდაუნი ხელმეორედ გამოცხადდა.

თუმცა, ვირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, კვლევებმა აჩვენა, რომ  სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელმა იკლო.

კერძოდ, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) ბოლოდროინდელი მონაცემების მიხედვით, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში, COVID-19-ის ახალი შემთხვევების რეკორდულად მატების მიუხედავად, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მსგავი ტემპით არ იზრდება.

მაგალითად, როგორც Nuffield Department of Primary Care Health Sciences-ის უფროსი სტატისტიკოსი, ჯეისონ ოკე აცხადებს, დიდ ბრიტანეტში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ივნისის თვესთან შედარებით შემცირებულია.

„რა თქმა უნდა, სიკვდილიანობის  რიცხვი ახლაც იზრდება, თუმცა არა ისე საგანგაშოდ, როგორც ეს ადრე ხდებოდა“,- აცხადებს ოკე.

ოკეს განცხადებით, კვლევებმა აჩვენა, რომ დიდ ბრიტანეთში ივნისის ბოლოს სიკვდილიანობის მაჩვენებელი 3%-მდე იყო. აგვისტოში ის დაახლოებით 0,5%-ით შემცირდა. ახლა კი, 0,75%-ია.

ასევე,NYU Grossman School of Medicine-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში ლეტალობის მაჩვენებელმა ნიუ-იორკშიც იკლო.

ასევე, NYU– ს გუნდის მიერ აშშ -ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემების ფართო ანალიზმა აჩვენა, რომ აშშ-ში აპრილის თვეში სიკვდილიანობის მაჩვებელი 6,7%-ი იყო, სექტემბერში კი აღნიშნულმა რიცხვმა 1,9%-ი შეადგინა. კვლევა Journal of Hospital Medicine-ში გამოქვეყნდა.

 

მიზეზები:

| ახალგაზრდების ინფიცირება

სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლის მიზეზი, პირველ რიგში, ინფიცირებულთა ასაკში უნდა ვეძებოთ.

Covid19-ის პირველმა ტალღამ ძირითადად ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები დააზარალა. თუმცა,ზაფხულის განმავლობაში სიტუაცია შეიცვალა. შეკრებებისა და დისტანცირების შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ახალგაზრდები სათანადოდ აღარ იცავდნენ უსაფრთხოების ნორმებს. ამან  კი ინფიცირებულთა ასაკობრივი პროფილის შეცვლა გამოიწვია.

ივლისში, WHO-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ „პანდემიის ახალი რისკ-ჯგუფი ახალგაზრდები არიან“.

„ახალი შემთხვევების სწრაფ ზრდას, საკმაოდ ბევრ ქვეყანაში, ადგილი აქვს 20-39 წლის ასაკობრივ კატეგორიებში“,- განაცხადა კლუგემ.

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) მონაცემებით, ევროპაში ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 54 წლიდან (იანვარი-მაისი) ივნის-ივლისში 39 წლამდე შემცირდა.

ასაკოვან ადამიანებთან შედარებით, ახალგაზრდებს ვირუსი მარტივად გადააქვთ, შესაბამისად, სიკვდილის მაჩვენებელი მათ შემთხვევაში მაღალი არ არის.

London School of Economics-ის მონაცემებით, 21 ქვეყანაში კოვიდით გარდაცვალების 46%-ი სწორედ მოხუცთა თავშესაფრებზე (ე.წ.care homes)  მოდის.

| გაუმჯობესებული მკურნალობის მეთოდები

ლეტალობის მაჩვენებლის კლება, ასაკის ცვლილებასთნ ერთად, მკურნლობის მეთოდების დახვეწითაა გამოწვეული. კერძოდ, ექიმებს კოვიდთან საბრძოლველად ახლა უფრო მეტი გამოცდილება აქვთ, ვიდრე პანდემიის დასაწყისში.

„მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი კლავ ისეთი საშინელია, როგორც ადრე, მკურნალობის მეთოდების დახვეწა ნამდვილად მუშაობს“,- აცხადებს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის, ჯანდაცვის დეპარტამენტის, ასოცირებული პროფესორი და ექიმი, ლეორა ჰორვიცი.

ჰორვიცმა და მისმა გუნდმა დაადგინეს, რომ ნიუ იორკში ჰოსპიტალიზებულთა შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი მარტთან შედარებით, აგვისტოში შემცირდა. კერძოდ, მარტში ლეტალობა 25,6%-ი იყო, ხოლო აგვისტოში 7,6%.

შეიცვალა კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობის წესიც. კერძოდ, თუ  პანდემიის დასაწყისში ექიმები სასუნთქ აპარატებს საკმაოდ დიდი რაოდენობით მოიხმარდნენ, ახლა მიაგნეს სხვა მეთოდებს, რომელიც ფილტვებში ჟანგბადის დონის მომატებას უწყობს ხელს.

კერძოდ, სუნთქვის უკმარისობის დროს ეფექტური აღმოჩნდა პაციენტების მუცელზე დაწოლა.

ინტენსიური თერაპიის ეროვნულმა აუდიტისა და კვლევის ცენტრმა დაადგინა, რომ 1სექტემბრის შემდეგ ინგლისში, უელსსა და ჩრდ. ირლანდიაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანილი პაციენტების 12% გარდაიცვალა. მაშინ, როცა პანდემიის დაწყებიდან აგვისტოს თვის ჩათვლით, მათი რაოდენობა 39%-ი იყო.

ასევე, დღესდღეობით არსებობს  რამდენიმე მეთოდი, რომლებიც ზოგიერთი პაციენტის მკურნალობის დროს საკმაოდ ეფექტურია:

კერძოდ, FDA-მ აშშ-ში რემდესივირი COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატად ოფიციალურად დაამტკიცა.

ასევე, მეცნიერებმა აქტიურად დაიწყეს მონოკლონური ანტისხეულების კოქტეილის გამოკვლევა, რომელიც პირველად აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკურნებისთვის გამოიყენეს.

| გაფართოებული ტესტირება

არსებობს კიდევ ერთი ვერსია, თუ რატომ დაიკლო სიკვდილიანობის მაჩვენებელმა. კერძოდ, ლეტალობის მაჩვენებელი გამოითვლება ვირუსის დადასტურებული რაოდენობიდან რამდენი ადამიანი გარდაიცვალა. ეს ციფრი კი მხოლოდ მაშინ არის ზუსტი, თუ დაფიქსირებულ შემთხვევათა სტატისტიკა რეალურია.

ლესტერის უნივერსიტეტის ვირუსოლოგისა და ასოცირებული პროფესორის, ჯულიან ტანგის განცხადებით, პანდემიის დასაწყისში ადამიანთა მასობრივი ტესტირება არ ხდებოდა. ტესტს მხოლოდ იმ ადამიანებს უტარებდნენ, რომლებსაც ვირუსის აშკარა სიმპტომები აღენიშნებოდათ. ფაქტობრივად, უსიმპტომო პაციენტები ნაკლებად ვლინდებოდნენ.

შესაბამისად, ტანგი ფიქრობს, რომ პანდემიის დასაწყისში ლეტალობის მაჩვენებელი ასეთი მაღალი, შესაძლოა, იმიტომ ყოფილიყო, რომ დადასტურებული შემთხვევების სტატისტიკა ზუსტი არ იყო. ანუ, ინფიცირებულთა რიცხვი, გამოვლენილ რაოდენობაზე, შესაძლოა, ბევრად მეტი ყოფილიყო.

ახლა კი, ტესტირების გაფართოებამ უფრო მეტი ინფიცირებულის გამოვლენის საშუალება მოგვცა. შესაბამისად, დადასტურებულ შემთხვევებთან გარდაცვალების რიცხვის შედარებამ, ლეტალობის დაბალი მაჩვენებელი აჩვენა. თუმცა, ეს ჯერ კვლევებით დადასტურებული არ არის.

|  ნიშნავს, თუ არა ლეტალობის მაჩვენებლის სიმცირე, რომ ვირუსი ნაკლებად მომაკვდინებელი გახდა?

არა.

მსოფლიოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსმა „ფერი იცვალა“ და ნაკლებად მომაკვდინებელი გახდა.

„კოვიდი ძალიან სტაბილური ვირუსია, ის მუტაციას საერთოდ არ განიცდის“,- აცხადებს ლესტერის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი და ასოცირებული პროფესორი, ჯულიან ტანგი.

ავტორი – ნინი ტაველიძე, PTN.GE

თეგები: კორონავირუსილეტალობის მაჩვენებელისტატისტიკა

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

13 288 ინფიცირება, 51 გარდაცვალება – ეპიდვითარება საქართველოში

თებერვალი 19, 2022
806
მთავარი ამბავი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 ადამიანი გარდაიცვალა – რამდენია ინფიცირებული

იანვარი 5, 2022
793
საზოგადოება

საქართველოში „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული

იანვარი 3, 2022
818

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია