“ქართული ოცნების” დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებით, ქართველი ხალხი ოპოზიციას ძალადობრივი სცენარის განხორციელებაში არ აჰყვება, ამის შესახებ წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“რაც შეეხება აქციების დაანონსებას, ნამდვილად ვემხრობით და ვაღიარებთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ აქციები, რასაც ისინი აანონსებენ, დესტრუქციის გამოწვევას და შედეგის ძალადობრივი გზით მიღწევას ისახავს მიზნად – იმ შედეგის, რასაც არჩევნებით ვერ აღწევენ. არჩევნების და ხალხის ნების გამოხატვის ალტერნატივა ძალადობრივი დემონსტრაციები ვერასდროს იქნება. დარწმუნებული ვარ, ძალადობრივ სცენარებს არც ოპოზიციის ამომრჩეველი ეთანხმება”, – განუცხადა ჟურნალისტებს წილოსანმა.
შგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია არ გამორიცხავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ. ამის შესახებ მან გუშინ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიურსუმში“ განაცხადა.











