fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რაც გურიაში ხდება, ამას პოლიტიკური სუნი კი არ ასდის, მთლიანადაა პოლიტიკურად მოტივირებული – ამირან სალუქვაძე

17:02 იანვარი 14, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.9k
ნახვა

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მთელი საზოგადოების გასაგონად, მოგმართავთ მედიას და პოლიტიკოსებს!

რაც გურიაში ხდება, ამას პოლიტიკური სუნი კი არ ასდის, მთლიანადაა პოლიტიკურად მოტივირებული და გაჟღენთილი.

ვინც ამ პროცესს აქეზებთ, მთლად ნუ ჩაეფლობით წუმპეში, ნუ შეეცდებით ქვეყნაში საშიში პროცესების ინიცირებას, რისი საფუძველიც არ არსებობობს.

ყველა პოლიტიკოსმა დააფიქსირეთ პოზიცია, გამოიყენეთ საკუთარი ავტორიტეტი, ამომრჩევლები.

მედიას მოვუწოდებ ფრთხილად გააშუქოს, ან თუ არ იციან ფრთხილად როგორ შუქდება, საერთოდ არ გააშუქონ ეს მოვლენები, რომლებიც ჯერ პროცესებში არ გადაზრდილა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა აქციების აქტივისტების საუბარი მიხეილ სააკაშვილთან, რომელსაც აღუქვეს, რომ “ხვალიდან მიხედავდნენ” ცვლილებების დაწყებას.

ვინაა ერთ-ერთი აქტივისტი ფირუზ წულუკიძე? ის ფიგურირებდა 2013 წელს ბათუმში პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმაში. ერთ-ერთ მონაწილეს, ვინმე ლაკაევს (ლაკაევის ვინაობა “დაგუგლეთ“) 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. წულუკიძე გასამართლდა 2 წლით, თურქეთის საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, ასევე პოლიციაზე ძალადობის ბრალდებით. აღნიშნული დანაშაულის დროს დაიჭრა პოლიციელი, ამოღებული იქნა ცეცხლსასღოლი იარაღი, საბრძოლო მასალები. ეს ცნობისთვის.

მოგიწოდებთ მათ, ვინც ჩართული ხართ ამ აქციებში, უნებლიეთ არ აღმოჩნდეთ თქვენთვის არასასურველი თამაშის მონაწილე.

ხელისუფლებას მოვუწოდებ, მიიღეთ ქმედითი ზომები, დროულად ჩააყენეთ საქმის კურსში ჩვენი პარტნიორები, აღკვეთეთ რელიგიური განწყობებით მანიპულირება პოლიტიკური ძალების მხრიდან.

საზოგადოებას, მის აქტიურ ნაწილს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ გამოფხიზლებისკენ. პოლიტიკურ პროცესებში უნდა ჩაერთონ ჯანსაღი ძალები,“- წერს ამირან სალუქვაძე.

ჩოხატაურის მერიის წინ შეკრებილ მოსახლეობასთან, რამდენიმე წუთის წინ ყურანი და ბიბლია მიიტანეს.

„მუსლიმებს და მართლმადიდებელ ძმებს არ უნდა ეგონოთ რომ რამე სხვა ღმერთს ემსახურებიან”- აღნიშნა პირმა, რომელმაც ბიბლია და ყურანი გვერდიგევრდ დადო და მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოუწოდა.
ქრისტიანებისა და მუსლიმების დაპირისპირებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მისი თქმით, არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, შემწყნარებლობასა და ტოლერანტობას.

განცხადება გაავრცელაშემოქმედის მიტროპოლიტმა იოსებმა.

შეგახსენებთ, რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარში 12 იანვარს დაიწყო. ადგილობრივი მუსლიმი თემი, სოფელში მეჩეთის მოწყობას და ლოცვის უფლებას ითხოვს, რასაც ადგილობრივი მაღთლმადიდებელი მოსახლეობა ეწინააღმდეგება.

გუშინ, 13 იანვარს, გვიან ღამით შედგა შეხვედრა ორივე მხარის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, თითქოს კონფლიქტი უნდა ამოწურულიყო, თუმცა დღეს დილისდან აქცია ისევ განახლდა.

თეგები: ამირან სალუქვაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ვინ გეკითხება შენ, ჩვენს ქვეყანაში ვინ გადადგება?! – ამირან სალუქვაძე ჟურნალისტ დანიელ ჰამილტონს

აგვისტო 5, 2021
785
პოლიტიკა

სალუქვაძე: ძალიან კარგად იკითხება, რომ ეს არის სცენარი – პრაიდის თემის გამოყენება შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის, თანხვედრაშია ოპოზიციის და რუსეთის მიზნები

ივლისი 6, 2021
777
პოლიტიკა

რა მჩატეა ეს აღმაშენებლის სახელის მიმთვისებელი, ანერვიულდა მილიონი ვაქცინის შემოტანის და 3 მილიონზე მეტის დაკონტრაქტების გამო – ამირან სალუქვაძე

ივლისი 3, 2021
807

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია