fbpx
07/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რაც სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, მე ვუწოდებ სამშობლოს ღალატს – სოზარ სუბარი

20:56 იანვარი 21, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
828
ნახვა

სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ უდაბნო და ჩიჩხიტური აზერბაიჯანის ტერიტორიაა, ისე რომ დელიმიტაცია და დემარკაცია მომხდარი არ იყო – ამას უბრალოდ, მე ვუწოდებ სამშობლოს ღალატს, – ჟურნალისტებთან საუბრისას  განაცახადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს, სუბარის თქმით, ამის გარკვევა სასამართლოსა და გამოძიების პრეროგატივაა.

“დავითგარეჯში ​როდესაც მონასტერი ეკურთხა ერთი წელი ვმსახურობდი. იქიდან ვიბრძოდი, რომ რუსების სამხედრო პოლიგონი გასულიყო, მოგვეშორებინა საერთოდ საქართველოდან და ეს ძეგლი გადაგვერჩინა. დღეს შემიძლია ვთქვა ის, რასაც 2006 და 2012 წელს ვამბობდი, როდესაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა დავით გარეჯის თემა, როდესაც ცხადი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად გაუგონარ განცხადებებს აკეთებდა.

პრაქტიკულად უაპელაციოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მაშინდელმა თანამდებობის პირებმა გამოაცხადეს, რომ გარეჯი არ არის საქართველო. ეს ტყუილია. საბჭოთა კავშირის პერიოდში ყველამ კარგად იცოდა და ვიცოდით, რომ დავითგარეჯის ის ნაწილი, რომელზეც ახალა დავა მიდის, კონკრეტულად უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტერი საქართველოს ნაწილი იყო.

დავითგარეჯის ერთადერთი ნაწილი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყო, იყო ბერთუბანი, მასზე ჩვენ არ ვდაობდით. ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს ქართული კულტურის ძეგლი იყო, მაგრამ ტერიტორიულად საბჭოთა დაყოფის მიხედვით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყო მოქცეული.

ამ ფონზე, როდესაც უცებ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ უდაბნო და ჩიჩხიტური აზერბაიჯანის ტერიტორიაა, ისე რომ ჯერ ეს დადგენილი არ იყო, დელიმიტაცია და დემარკაცია მომხდარი არ იყო, ამას უბრალოდ მე ვუწოდებ საქართველოს, სამშობლოს ღალატს და სხვა რამე არ შეიძლება დაერქვას.

რაც შეეხება კონკრეტული პირების დანაშაულს, ამაში არ ჩავებმები. ამას გამოძიება და სასამართლო განსაზღვრავს. ეს პოლიტიკური შეფასების თემა არ არის. პოლიტიკური შეფასების თემა არის ის, რომ როდესაც ჯერ არ არის გაკეთებული დემარკაცია და დელიმიტაცია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კულტურის მინისტრის მოადგილე და მაღალი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს საქართველოს ტერიტორია არ არის, ამას არაფერი არ შეიძლება დაერქვას გარდა ქვეყნის ღალატისა,”- განაცხადა სუბარმა.

თეგები: დავით გარეჯის საქმესოზარ სუბარი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

დღეს გამართული ცირკი კარგად უჩვენებს ამ ხალხის რეალურ სახეს – სოზარ სუბარი

ნოემბერი 26, 2021
798
პოლიტიკა

სააკაშვილს სასამართლოზე მოუწევს ამტკიცოს, რატომ გააფრინა სახელმწიფო ბიუჯეტით თვითმფრინავი გერმანიაში იმისთვის, რომ ჩამოეყვანა მასაჟისტი და კბენითი თერაპია ჩაეტარებინა – სოზარ სუბარი

ნოემბერი 26, 2021
775
პოლიტიკა

შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება საქართველოში დაცულია, თუმცა კანონის დარღვევას შესაბამისი პასუხი მოჰყვება – სოზარ სუბარი

ნოემბერი 15, 2021
844

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია