რეფერენდუმის წინასწარი შედეგების მიხედვით, ახალ ზელანდიაში ევთანაზიის შესახებ კანონის მიღებას 65,2%-მა დაუჭირა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
საბოლოო გადაწყვეტილება 6 ნოემბერს გახდება ცნობილი. მიღების შემთხვევაში კი, სავარაუდოდ, კანონი ძალაში 2021 წლის ნოემბრიდან შევა.
ცნობისთვის, კანონი მძიმე სენით დაავადებულ ადამიანებს, რომლებსაც ექიმების პროგნოზით, ექვს თვეზე ნაკლები ხნის სიცოცხლე დარჩათ, შესაძლებლობას მისცემს ევთანაზიით ისარგებლონ. იმისთვის, რომ ევთანაზიის უფლება მოიპოვონ, პაციენტებს ორი ექიმის დასტური სჭირდებათ.











