fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რესტორნების მუშაობის შეზღუდვა ლამის სიცოცხლეზე მაღალ პრიორიტეტად რომ გვაქვს გამოცხადებული, ცოტა უცნაურია – რომან გოცირიძე

16:44 ნოემბერი 25, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
898
ნახვა

კორონა ღატაკ ქვეყანაში ორმაგად კლავს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

გოცირიძის თქმით, კორონავირუსის ვაქცინის შექმნის პროცესის წარმატებით დასრულებამდე აუცილებელია, ხელისუფლებამ “გადარჩენის მოკლევადიანი გეგმა” შეიმუშაოს, თუმცა, როგორც გოცირიძე ამბობს, ხელისუფლებას ამისთვის არც ნდობა და არც  კომპეტენცია გააჩნია.

„გინდ შიმშილს მოვუკლივარ და გინდ კორონას“ დემაგოგიაა. ეს ლოზუნგი, ძირითადად, აუცილებელი შეზღუდვების დაწესების საწინააღმდეგოდ გამოიყენება.

კორონა როგორ კლავს, ამისთვის უკვე სხვა ქვეყნების მაგალითების მოყვანა არაა საჭირო. კორონა ღატაკ ქვეყანაში ორმაგად კლავს.

არის ისეთი მდგომარეობა, როცა ე.წ. ჩაკეტვის გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობს. ესეც, როგორც დროებითი ზომა და ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის თავიდან აცილების საშუალება. ახლა ამ „დროებითმა ზომამ“ უფრო ნათელი დროითი კონტურები შეიძინა-უკვე ვიცით, რომ ვაქცინა არსებობს და ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის, თუ რეალისტურად მივუდგებით, მასობრივად იგი ხელმისაწვდომი მომავალი წლის მეორე ნახევრიდან შეიძლება გახდეს. როგორმე უნდა გავუძლოთ-ასე დგას ახლა საკითხი, მივაღწიოთ ამ დრომდე რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლით, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნაკლები გაუარესებით და ეკონომიკისათვის ნაკლები ზიანის მიყენებით. ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული ქვეყნის რესურსები( ბიუჯეტი). ეს ურთულესია ამოცანაა, რომლის გადაჭრა მდიდარ ქვეყნებსაც კი ძალიან უჭირთ(არ შეუძლიათ), მით უმეტეს, ღარიბებს, რომლებიც ისევ მდიდარი ქვეყნების დახმარებაზე არიან დამოკიდებულები. ჩვენს მაგალითზე ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დახმარებების( ფულის) გარეშე არნახულ სიღატაკეში და გაჭირვებაში აღმოვჩნდებოდით. სხვა საკითხია, რამდენად სწორად იყენებს ხელისუფლება ამ დახმარებას.

მიტაცებული ხელისუფლების საკითხი თავის მხრივ დამატებითი პრობლემაა, რომელიც კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც საგანგაშო ვითარებას და პოლიტიზებულს ხდის კორონავირუსთან ბრძოლას.

რადგან გლობალური ვაქცინაციის წყალობით ვირუსის დამარცხების იმედები გაჩნდა, ახლა გადარჩენის მოკლევადიანი, (ექვსთვიანი) გეგმა გვჭირდება.

ხელისუფლებისადმი ნდობა და მისი კომპეტენცია ასეთი გეგმის წარმატებით რეალზების აუცილებელი პირობაა. უბედურება ისაა, რომ ამ ხელისუფლებას არც ერთი გააჩნია და არც მეორე.

ასეთ ვითარებაში გვიწევს თავის გადარჩენა და მაგალითად, რესტორნების მუშაობის შეზღუდვა ლამის სიცოცხლეზე მაღალ პრიორიტეტად რომ გვაქვს გამოცხადებული, ცოტა არ იყოს უცნაურია“, – წერს გოცირიძე.

თეგები: რომან გოცირიძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

„ნაცმოძრაობამ“ სტრატეგია შეცვალა? – რატომ აღარ იმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები

დეკემბერი 3, 2021
890
პოლიტიკა

რომელ ინვესტორს მოუნდება საქართველოში საქმის გაკეთება, როდესაც იხილავს, როგორ ველურად იქცევა ხელისუფლება – რომან გოცირიძე

ნოემბერი 12, 2021
808
პოლიტიკა

„კუმ ფეხი გამოყოო” – რომან გოცირიძე გიორგი გახარიაზე

ნოემბერი 12, 2021
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია