საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილს თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება მოლაპარაკების შემდეგი რაუნდისთვის ემზადება, თუმცა აღნიშნავს, რომ რიგგარეშე არჩევნები ან მასთან დაკავშირებული რაიმე ვერსია, მათ შორის პლებისციტი მმართველი გუნდის არ განიხილება.
„ჩვენ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას და მზადყოფნას გამოვხატავთ, რომ ეს რეფორმა გავაკეთოთ ოპოზიციასთან ერთად პარლამენტში. რაც შეეხება პლებისციტს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ რიგგარეშე არჩევნები ან მასთან დაკავშირებული რაიმე ვერსია, მათ შორის პლებისციტი, რომელზეც მოვისმინეთ ფრაგმენტული კომენტარები, ჩვენი მხრიდან არ განიხილება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახალი არჩევნების მოთხოვნა არის უსაფუძვლო. თუ ამას სათანადო დასაბუთება არ ექნება. ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას რომ დიალოგის ფარგლებში ერთად გადაგვემოწმებინა მათი პრეტენზიები და ერთად გამოგვეძიებინა ყველა ის საკითხი, რაზეც მიუთითებდნენ. საბოლოოდ, თქვენ ნახეთ, რომ პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებული არგუმენტი უბრალოდ მათ აღარ დარჩათ, ნახეთ, რომ გადათვლაზე უარი თქვეს, კომისიის შექმნაზეც უარი განაცხადეს. შესაბამისად, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ გაყალბებაზე ოპოზიციის რადიკალური ფრთის მიერ დაწყებული კამპანია ემსახურებოდა დემოკრატიაზე თავდასხმას და დესტაბილიზაციას, რასაც მათ ვერ მიაღწიეს“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.











