პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით, სპეკულაციაა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, საუბარი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბარი.
„ვფიქრობ, რომ საუბრები ამ თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ასევე არის სპეკულაცია. ზოგადად, ეს არის სენსიტიური საკითხი. საქმე ეხება სენსიტიურ უწყებას, სფეროს და როდესაც სპეკულაციებით შედიხარ ასეთ სფეროში, მგონი, ეს არ არის ჯანსაღი, თუნდაც პოლიტიკური სვლა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.











