fbpx
20/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რიკ დემსი: ეცადეთ დეპოლარიზებას და საქმეს დაუბრუნდით, ჩემი აზრით, ეს ეხება პრესასაც

15:25 ივლისი 27, 2021
A A
0
774
ნახვა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რიკ დემსის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველოში პოლარიზაცია შემცირდეს. რიკ დემსის თქმით, პოლტიკოსებმა უნდა აკეთონ ის საქმე, რაც ხალხს აღელვებს.

„თავიდანვე მინდა, ვთქვა, რომ იშვიათად მინახავს პოლიტიკური გარემო, რომელიც ასე პოლარიზებულია, სადაც გარკვეულწილად ეს პირადიცაა. ამიტომ, პირველი გზავნილი, რაც მინდა, გითხრათ, თუმცა ეს პირადი მოსაზრებაა, როგორც ევროპის საბჭოს ასამბლეის პრეზიდენტის, შეგიძლიათ, პოლიტიკოსებმა დაიწყოთ საქმის კეთება, ისაუბროთ პოლიტიკაზე და არ აქციოთ ის პირადულად, რადგან სწორედ ეს შთაბეჭდილება მრჩება. შესაძლოა, ვცდებოდე. შეამცირეთ პოლარიზება, ეცადეთ, აკეთოთ ის საქმე, რაც ქუჩაში ხალხს აღელვებს, რადგან პოლიტიკა მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებისთვისაა. ეს ასევე არის ევროპის საბჭოს ამოცანაც.  ევროპის საბჭოსა და საპარლამენტო ასამბლეის საქმეა, დაიცვას ადამიანის უფლებები, ფუნდამენტური თავისუფლება, სიტყვისა და პრესის თავისუფლება, კანონის უზენაესობა და დემოკრატია, ესაა ჩვენი საქმე. ეცადეთ დეპოლარიზებას და საქმეს დაუბრუნდით, ჩემი აზრით, ეს პრესასაც ეხება“, – განაცხადა რიკ დემსმა.

ამასთან, მან მიმოიხილა საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა და მას ძალიან წარმატებული უწოდა.

„იმ ხალხთან შეხვედრის ფონზე, ვისაც უკვე შევხვდი, რამდენიმე რამის თქმა მსურს – თქვენს ქვეყანაში წელიწადნახევრის წინ უნდა ჩამოვსულიყავი, ეს აღდგენითი ვიზიტია, რომელიც მანამდე უნდა განმეხორციელებინა, რადგანაც საქართველოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა უნდა ეთავა. ეს გასულ წელს იყო. მე ასამბლეის პრეზიდენტი გავხდი და ჩვეულებრივ ერთად უნდა გვემუშავა. ჩვეულებრივ, მე ჩავდივარ იმ ქვეყანაში, რომელიც თავმჯდომარეობას ფლობს, ეს კოვიდის გამო შეუძლებელი აღმოჩნდა. ახლა ვითარება უმჯობესდება, ასევე ვიმედოვნებ, რომ სანიტარული ვითარება თქვენს ქვეყანაში კონტროლს დაექვემდებარება. ეს ვიზიტი ერთი წლის წინ უნდა განმეხორციელებინა. შესაძლოა, უკეთესიც კია, რომ ახლა ვარ აქ, რადგან ვითარება განსხვავებულია. საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, მინდა, ვთქვა, რომ ძალიან წარმატებული იყო. ამას არაფერი აქვს საერთო ოპოზიციასა და უმრავლესობასთან. მე მხოლოდ იმას ვამბობ, რა გამოცდილებაც მივიღე.

საქართველოს თავმდჯომარეობისას ჩვენ საშუალება გვქონდა, თავიდანვე გავმკლავებოდით კოვიდ ვითარებას, ეს ძალიან ეფექტურად გავაკეთეთ ერთად. ასევე, გვქონდა საშუალება, გავმკლავებოდით გარემოს საკითხს. საქართველო, როგორც ქვეყანა, და აქ უმრავლესობა და ოპოზიცია ერთადაა, ეს დღეს შევამოწმე, გარემო არის საკითხი, რომელიც ადამიანის უფლებებთან უნდა იყოს დაკავშირებული. საქართველომ დააყენა ეს საკითხი მას შემდეგ, რაც იგივე გააკეთა საბერძნეთმა, გერმანიამ, ახლა უკვე უნგრეთმა, რაც ნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სექტემბრის სესია მნიშვნელოვანი იქნება, რადგან გარემოსა და ადამიანის უფლებები დღის წესრიგში იქნება“, – აღნიშნა რიკ დემსმა.

გარდა ამისა, რიკ დემსმა განმარტა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს დელეგაციას წევრები დაემატება ოპოზიციიდან.

„ამ საკითხიდან გადავალ პრაქტიკულ ნაწილზე, რომელიც განვიხილე. ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სრულად დაკომპლექტებული არ არის. უმრავლესობას თავისი ხალხი ჰყავს. ოპოზიციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ სექტემბრის დასაწყისისთვის გვეყოლება ოპოზიციის ოთხი წევრი, რითაც დელეგაცია იქნება სრული, რაც მე, როგორც პრეზიდენტს, საშუალებას მომცემს, საქართველოს საკითხები კარგად გადავწყვიტო“, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

თეგები: რიკ დემსი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

რიკ დემსი: ცოტა უცნაურია, როდესაც მიდიხარ მერების ასარჩევად და ეს გარკვეულწილად არის რეფერენდუმი ოპოზიციასა და მთავრობას შორის

ივლისი 27, 2021
782
მთავარი ამბავი

რიკ დემსი: ქუჩებში ძალადობა მაქსიმალურად უნდა იყოს კონტროლირებული, მაგრამ ხელისუფლებას ყოველთვის არ შეუძლია სრულად ამის გაკეთება, მჯერა, ყველა დეტალი გაირკვევა

ივლისი 27, 2021
779
მთავარი ამბავი

რიკ დემსი: ნორმალურია, როცა უმრავლესობა არ ეთანხმება ოპოზიციას და პირიქით, ამას დემოკრატია ჰქვია

ივლისი 27, 2021
774

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია