საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ხვალ 16 ივნისს, 06:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე რიკოთის საავტომობილო გვირაბი, საგზაო სამუშაოების გამო, ჩაიკეტება.
უწყების ინფორმაციით, დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.











