„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ვადას პარასკევამდე აძლევენ, რათა მოთხოვნებთან დაკავშირებით პასუხები მიიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ქალაქების პიკეტირებას აანონსებენ.
„რიონის ხეობის მცველები“ ხელისუფლებას მოუწოდებენ დროულად მიიღონ გადაწყვეტილება და თუკი კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვები გამკაცრდება, ჩათვლიან, რომ ეს სპეციალურად მათ წინააღმდეგ გაკეთდა და პროტესტს მაინც არ შეწყვეტენ.
აქციის მონაწილეების სამი მოთხოვნა ასეთია: დატოვონ რიონის ხეობა საპოლიციო ძალებმა, მიეცეთ ნამოხვანში პროტესტის გაგრძელების შესაძლებლობა და შეწყდეს ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები.











