„როდესაც დავაფიქსირეთ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა აქციებს, ჩვენ დროულად მოვაბილიზეთ დამატებითი საწოლფონდი“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ტიაკრაძე ამბობს, მთავრობას ხშიად სწორედ საწოლფონდის არარსებობის გამო საყვედურობენ.
„საწოლფონდი არის ყველაზე კრიტიკული და მტკივნეული თემა, რომელზეც ხშირად ისმის საზოგადოებისგან კითხვები. ამ ეტაპისთვის მობილიზებული გვაქვს 7 363 საწოლი, საიდანაც კოვიდისთვის გამოყენებულია 5 952, განთავსებულია 5 741 პაციენტი. ტრიაჟში გადასანაწილებლად – სასტუმროში გადავა პაციენტი, კლინიკაში დარჩება თუ ბინაზე გაივლის მკურნალობას – ამ ეტაპზე კლინიკაში იმყოფება 231 პაციენტი, ხოლო აქტიური საწოლი გვაქვს 279. გუშინ, 24 საათის განმავლობაში კლინიკებში მკურნალობა დაასრულა 817-მა პაციენტმა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.











