„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას ეხმაურება.
„ივერი მელაშვილის გაუტეხლობამ, უკომპრომისობამ, მისი ადვოკატების, სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლამ და საერთაშორისო თანამეგობრობის წნეხმა დააყენა დღევანდელი შედეგი – დღეს ბატონი ივერი საკნის ნაცვლად სატელევიზიო ეთერებშია და დაუნდობლად ამხელს მოძალადე ხელისუფლებას. ვუსმენ ბატონ ივერი მელაშვილს და არ მესმის, როგორ არ უნდა აენთო ბრძოლის ჟინით, თუ ამ პატრიოტ და უტეხ კაცს უსმენ?! დავიჯეროთ, რომ ყველას შეგვიძლია გამარჯვება„,- ამბობს ნიკა მელია.
13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.










