ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა მას სახელმწიფოს მეთაურის მოწმობა გადასცა. ინაუგურაციის ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა.
როგორ გამოეხმაურა მსოფლიო ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციას
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – ლინას ლინკევიჩუსი
ყალბი არჩევნები, ყალბი ინაუგურაცია! , – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელ Twitter-ზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლუკაშენკოს ინაუგურაციას.
„როგორი ფარსია, ყალბი არჩევნები. ყალბი ინაუგურაცია. ბელარუსის ყოფილი პრეზიდენტი უფრო ნაკლებად ყოფილი არ გამხდარა, პირიქით, მისი არაკანონიერება არის ფაქტი, რომელსაც შედეგი მოჰყვება“, – წერს ლინას ლიკევიჩუსი Twitter-ზე.
Such a farce. Forged elections. Forged inauguration. The former president of #Belarus does not become less former. Quite the contrary. His illegitimacy is a fact with all the consequences that this entails.
— Linas Linkevicius (@LinkeviciusL) September 23, 2020
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი – სვეტლანა ტიხანოვსკაია
„დღეს ხალხისგან ფარულად ლუკაშენკომ საკუთარი ინაუგურაციის ჩატარება სცადა. ყველას გვესმის, თუ რა ხდება. საკუთარი თავის ლეგიტიმურად გამოცხადების მცდელობამ მხოლოდ ის გამოიწვია, რომ წინა უფლებამოსილება დასრულდა, ხოლო ხალხს მისთვის ახალი მანდატი არ მიუცია. ეს ე.წ. ინაუგურაცია, რა თქმა უნდა, ფარსია. რეალურად კი დღეს ლუკაშენკო პენსიაზე გავიდა. მისი ბრძანებები უკვე არალეგიტიმურია. მე, სვეტლანა ტიხანოვსკაია, ერთადერთი ლიდერი ვარ, რომელიც ბელარუსმა ხალხმა აირჩია. ჩვენი ამოცანაა ერთად ავაშენოთ ახალი ბელარუსი“, – განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.
‼️Светлана Тихановская прокомментировала попытку инаугурации Лукашенко
‼️Светлана Тихановская прокомментировала попытку инаугурации Лукашенко«Сегодня втайне от народа Лукашенко попытался провести собственную инаугурацию. Мы все понимаем, что происходит. Эта попытка признать себя легитимным привела только к тому, что предыдущие полномочия закончены, а новый мандат народ ему не выдал. Эта так называемая инаугурация, конечно, фарс. На самом деле, сегодня Лукашенко просто ушел на пенсию?? Это значит, что его приказы силовым структурам больше нелегитимны и не подлежат исполнению. Я, Светлана Тихановская, являюсь единственным лидером, который избран беларусским народом. И наша задача сейчас – вместе построить новую Беларусь.Два дня назад я закончила визит в Брюссель. Страны Европы поддерживают беларусский народ в требовании остановить насилие, освободить политзаключенных и провести новые – честные и прозрачные – выборы. ? Они готовы оказать реальную помощь: существуют серьезные инвестиционные пакеты, которые предусмотрены для Беларуси после победы демократии. И вместе мы победим!»#тихановскаясветлана #президентбеларуси #светланатихановская #tikhanovskayasvetlana #tikhanovskaya #svetlanatikhanovskaya
Posted by Страна Для Жизни on ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2020
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ედგარს რინკევიჩსი
„ლუკაშენკოს საიდუმლო „ინაუგურაცია“ ბელარუსში არ ახდენს საარჩევნო თაღლითობისა და მისი სტატუსის ლეგიტიმაციას, სამწუხაროა, რომ ბელარუსი ხალხისა და საერთაშორისო საზაოგდოების ხმა მისთვის არაფერს ნიშნავს“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა.
Secret “inauguration” of Alexander Lukashenko in #Belarus does not legitimise election fraud and his status as head of state. Regrettable that voices of Belarusian people and international community do not matter, only genuine political process can end political crisis in Belarus
— Edgars Rinkēvičs (@edgarsrinkevics) September 23, 2020
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ურმას რეინსალუ
„ლუკაშენეკომ დაკარგა მანდატი. მოვუწოდებთ, გაიმართოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რათა ბელარუსმა ხალხმა აირჩიოს პრეზიდნეტი, რომელსაც ისინი იმსახურებენ“, – აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ.
Today's illegitimate inauguration of #Lukashenko goes against all principles of democracy.
Lukashenko has clearly lost his mandate.
We call upon free and fair elections for people of #Belarus to get the president they deserve.
— Urmas Reinsalu (@UrmasReinsalu) September 23, 2020
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ჯეპე კოფოდი
„გაყალბებული არჩევნების შედეგად ლუკაშენკო პრეზიდენტის სასახლის ნაცვლად, ევოკავშირის სასანქციო სიაში უნდა მოხვდეს“,- წერს Twitter-ზე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეპე კოფოდი.
Lukashenko confirms his own lack of legitimacy by arranging secret inauguration.#Belarus needs free and fair elections = a democratically elected president.
Fraudulent elections should not lead Lukashenko to the presidential palace, but to the EU sanctions list. #eudk #dkpol
— Jeppe Kofod (@JeppeKofod) September 23, 2020
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
„თავად ის ფაქტი, რომ ლუკაშენკოს ინაუგურაცია საიდუმლო უნდა ყოფილიყო, მხოლოდ ამტკიცებს იმას, რომ მან, როგორც ლიდერმა, ყველა ლეგიტიმაცია დაკარგა. ის ბელარუსის პრეზიდენტი არ არის და უნდა გადადგეს“, – წერია კომიტეტის ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
The fact that Lukashenka’s “inauguration” had to be held in secret only further proves he has lost all legitimacy as a leader. He is not the president of #Belarus and he must step down.
— U.S. Senate Foreign Relations Committee (@SenateForeign) September 23, 2020
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი – დმიტრი კულება
უკრაინა არასდროს, არანაირი ფორმით არ ჩარეულა ბელარუსის საკითხებში და ბელარუს ხალხს ყოველთვის დაუჭერს მხარს. ბელარუსში საარჩევნო კამპანიის და მისი თანმდევი მოვლენების გათვალისწინებით, ლუკაშენკოს დღევანდელი „ინაუგურაცია“, არ ნიშნავს, რომ ის ქვეყნის ლეგიტიმური მეთაურია“,- წერს კულება.
Україна ніколи жодним чином не втручалася у внутрішні справи Білорусі і завжди підтримуватиме білоруський народ. З огляду на хід виборчої кампанії у Білорусі та подальші події, сьогоднішня «інавгурація» О. Лукашенка не означає його визнання легітимним главою Білоруської держави.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) September 23, 2020
ლუკაშენკოს ინაუგურაციას ბელარუსში პროტესტი მოჰყვა. ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრის, ინფორმაციით, პოლიციამ 200-მდე დემონსტრანტი დააკავა.











