fbpx
03/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

როგორ მიენიჭებათ საარჩევნო სუბიექტებს საარჩევნო ნომერი – ცესკოს განმარტება

22:10 სექტემბერი 11, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
851
ნახვა

საარჩევნო სუბიეტებისათვის რიგითი ნომრის მინიჭება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე წილისყრის პროცედურით მოხდება. ამის შემდეგ, ცესკო-ში რეგისტრირებული ყველა სუბიექტის რიგითი ნომერი ერთდროულად განისაზღვრება.

„საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე გარკვეული საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები წილისყრით განისაზღვრება. წილისყრის პროცედურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სხდომაზე ჩატარდება, რომელზეც ცესკო-ში რეგისტრირებული ყველა სუბიექტის რიგითი ნომერი ერთიანად განისაზღვრება. წილისყრა კი ეხება იმ პარტიებს, რომლებსაც საარჩევნო კანონმდებლობით, უფლება არ აქვთ გამოიყენონ წინა არჩევნებზე მინიჭებული რიგითი ნომერი.

2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის ცესკო-ში რეგისტრაცია 66-მა პოლიტიკურმა პარტიამ გაიარა. კანონმდებლობის შესაბამისად, ცესკო-ს, 4 სექტემბრის ჩათვლით, უკვე მიმართა 10-მა უფლებამოსილმა საარჩევნო სუბიექტმა რიგით ნომრების მინიჭებასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ ცესკოში.

ასევე, რამდენიმე მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნების დღის დანიშვნის შემდეგ, აღნიშნულ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს ასევე აქვთ უფლება მომართონ ცესკო-ს რიგით ნომრებთან დაკავშირებით.

„პარლამენტის არჩევნებისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში დამოუკიდებელი კანდიდატები ამომრჩეველთა 22-მა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს რიგით ნომერს წილისყრით ანიჭებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, მას შემდეგ რაც ცესკოს მიერ რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების/ბლოკების რიგითი ნომრები განისაზღვრება.

საარჩევნო კოდექსი საარჩევნო ბლოკების შემთხვევაშიც განსაზღვრავს წინა საერთო არჩევნებზე გამოყენებული რიგითი ნომრების გამოყენების წესს. საარჩევნო ბლოკებისთვის რეგისტრაციის მიზნით ცესკო-ში მიმართვის ბოლო ვადა 18 სექტემბერია.

შესაბამისად, მხოლოდ აღნიშნული საკანონმდებლო ვადების გათვალისწინებით, ცესკო-ს ექნება წილისყრის პროცედურის ჩატარებისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრების მინიჭების შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, ცესკო წლებია, კანონმდებლობით დადგენილ ბოლო ვადაზე მაქსიმალურად ადრე ატარებს წილისყრის პროცედურას.

შესაბამისად, მიმდინარე არჩევნებისთვისაც, ცესკო გეგმავს რიგითი ნომრების განსაზღვრას კანონმდებლობით შესაძლებელ უმოკლეს ვადაში. (საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით (მუხლი 38¹) საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა – მიმდინარე წლის პირველი ოქტომბერი)“, – აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.

თეგები: საარჩევნო სუბიექტებიცესკო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ცესკოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ნოემბერი 13, 2021
809
მთავარი ამბავი

1-ელ ნოემბერს არჩევნების მეორე ტურის შედეგები 140 საარჩევნო უბანზე გადაითვლება

ოქტომბერი 31, 2021
1.2k
მთავარი ამბავი

ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნების მეორე ტური შეაჯამა

ოქტომბერი 31, 2021
826

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია