fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

როგორ რისკავ, შენს მეგობარს არ ეუბნები ასეთი სახის ინფორმაციას?! – კობა ნარჩემაშვილი ნიკა გვარამიას

23:24 ივნისი 17, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.4k
ნახვა

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა, გადაცემა „რეაქციაში“ გიორგი გაბუნიას საქმეზე ისაუბრა.

მისი თქმით, როგორც სახელმწიფომ, ისე ოპოზიციამ უნდა გამოიჩინონ ადეკვატურობა და ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით უნდა იყვნენ ფრთხილად.

„მოდით დავანებოთ თავი, ამ შეკვეთის მიღმა დგას თუ არა რამზან კადიროვი, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ეს ან დადგინდება, ან არ დადგინდება. დიდი შანსია, რომ არ დადგინდეს.

ხშირ შემთხვევაში ის რაც ადვილად რეალიზებადი ხდება სპეცსამსახურებისთვის, არის სხვა სპეცსამსახურების მიერ ე.წ. „ზონდაჟისთვის“ გაკეთებული. როგორც წესი, როცა მაღალი დონის სპეცსამსახურებიდან იგეგმება ასეთი რაღაცეები, მისი ასე აღმოჩენა ვერ ხდება სამწუხაროდ.

ცოტა ხელოვნურობის და ლეგენდის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც შეიძლება შემოგდებულია, ან არ არის.

ისეთი ქვეყანასთან, რომელთანაც არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და ამ  ფედერაციის სუბიექტი ემუქრება შენს მოქალაქეს კი არა და ქვეყანას, გაყენებს შეურაცხყოფას, ამბობს, რომ ხარ უძლური და გეუბნება, რომ თუ მოუნდება ამას მართლაც გააკეთებს და ჩვენ ამაზე არ გვაქვს რეაქცია, ეს არის ამ საკითხის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური კონტექსტი.

ხელისუფლება, ასეთ შემთხვევაში უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ გაკეთდეს ადეკვატური განცხადებები. როცა სუსი არ ამბობს იმას, ვისი მკვლელობა არის აცილებული, რისთვის უხდი მადლობას, ცოტა გაუგებარია.

ქვეცნობიერად ვგულშემატკივრობ საგამოძიებო ორგანოებს. ჩვენი არასწორი კომენტარი, შეიძლება აზიანებდეს გამოძიების წარმართვას.

თუმცა, მეტი სიცხადე ცუდი არ იქნებოდა. ამღვრეული წყლის დაწმენდა თუ ხელისუფლების ინტერესშია, მაქსიმალურად სწრაფად, უნდა ეცადოს, რომ მეტი სიცხადე შეიტანოს. ახლა ფეისბუქის ეპოქაა და ძნელია შეინახო საგამოძიებო საქმე 3-4 თვე. უკვე არის იმის დრო, ამას პოლიტიკური კონტექსტიც დაერთოს.

კითხვები მაქვს. გასაგებია, რომ პირველ შემთხვევაში გიორგი გაბუნიას მონოლოგი იყო კონტექსტიდან ამოვარდნილი, მიუხედავად იმისა, მან განაცხადა, რომ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება ამ მონოლოგის ეთერში წაკითხვის და საქმის კურსში არავინ ჩააყენა.

ახლა მეორე უცნაურობა, ნიკა გვარამიამ გააკეთა განცხადება გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის საქმეზე მას შემდეგ, როცა დააკავეს სამართალდამცველებმა რუსეთის მოქალაქე. ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მე ეს აქამდე არ მითქვამს გიორგი გაბუნიასთვისო.

თუ ასეთი ტიპის ინფორმაცია არსებობს და თან მის უკან ასეთი ხალხი დგას, რა გარანტიაა, რომ ამ კაცს შენ გადაარჩენ და მეორეც, რატომ არ აცხადებ ამ ინფორმაციას შესაბამის ორგანოებში?!

მინისტრობის პერიოდში, თუ მივიღებდი ასეთი ტიპის ინფორმაციას, ვერ გავრისკავდი, რომ ობიექტი არ დამებარებინა, არ დავლაპარაკებოდი ასეთი საფრთხის შესახებ.  როგორ რისკავ ადამიანი, რომ შენს მეგობარს არ ეუბნები ასეთი სახის ინფორმაციას?! ეს კითხვა მაქვს და მგონი ლეგიტიმურიც.

ეს თემა აჩვენებს რამდენად მყიფეა ჩვენი სახელმწიფო. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს არის ერთგვარი ტესტი, შევდექით თუ არა სახელმწიფოდ. დღეს ვარ ოპოზიციური ჯგუფის დეპუტატი, მაგრამ დისკურსი რაც არის დღევანდელი ოპოზიციის, ძალიან არ მინდა მას გავყვე და ღია ბრალდებები წამოვაყენო.

სხვა რაღაც მაინტერესებს, როცა შემოყვანილია ჩრდილო კავკასიელი ელემენტი და ამის პედალირება ხდება, ვგრძნობ საფრთხეს.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიყოთ ფრთხილად ასეთ ფაქტებთან მიმართებაში. უნდა გამოვიჩინოთ შესაბამისი ადეკვატურობა, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ.

მოდით ამოვწიოთ ძველი საქმეები, იგივე ლაფანყურის საქმე, თარგამაძის საქმე, გაკეთდეს დიდი მაგიდა და დავუსვათ ყველაფერს წერტილი. “- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

თეგები: გიორგი გაბუნიაკობა ნარჩემაშვინიკა გვარამია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

სააკაშვილმა გაიარა ისეთი განსაწმენდელი, რომელიც არ გაუვლია არავის – ნიკა გვარამია

ნოემბერი 24, 2021
782
პოლიტიკა

ნიკა გვარამია პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

სექტემბერი 21, 2021
799
სამართალი

პანკისის ხეობაში დაკავებული პირების გიორგი გაბუნიას საქმესთან შესაძლო კავშირი არ დასტურდება – სუსი 

აგვისტო 27, 2021
763

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია