„ცესკოს“ გადაწყვეტილებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბანზე მისვლა ეტლით მოსარგებლეებსაც შეეძლებათ.
ეტლით მოსარგებლეს, რომელსაც სურს საარჩევნო უბანზე მისვლა, 25 ოქტომბრამდე შესაბამის კომისიას უნდა მიმართოს.
„ვინაიდან წელს პირველად, პარლამენტის არჩევნებზე იქნება შესაძლებელი ამ უფლების გამოყენება, ცესკო მიმართავს ეტლით მოსარგებლე პირებს ისარგებლონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საარჩევნო რუკით, შეარჩიონ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი საარჩევნო უბანი და ინფორმაცია დროულად მიაწოდონ შესაბამის საარჩევნო კომისიას, რაც მათ არჩევნებში მონაწილეობას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ცესკო“ ეტლით მოსარგებლეებისთვის ვიდეოსაც აქვეყნებს, თუ როგორ შეუძლიათ მათ საარჩევნო რუკაზე ადგილის მონიშვნა.
ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.











