“ჩვენ, “გირჩს” გვაქვს ინიციატივა და გვინდა ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ვთხოვოთ მხარდაჭერა. ჩვენ მოვამზადებთ კანონპროექტს და შევიტანთ ორშაბათს. გვინდა, რომ ისევე, როგორც ახლა ვიღებთ კანონს 20 ივნისის მოვლენების ამნისტიაზე, ზუსტად იგივე გავაკეთოთ 7 ნოემბერთან და 26 მაისთან დაკავშირებით”,- ამის შესახებ “გირჩის ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ფაქტობრივად, ზუსტად იგივე სულისკვეთებას, რაც არის „ქართული ოცნების“ ამნისტიის კანონპოექტი 20 ივნისთან დაკავშირებით, მსგავს მოვამზადებთ ამ ორივე თარიღთან დაკავშირებით და ორშაბათს შევიტანთ პარლამენტში. შერიგებისთვის აუცილებელია უფრო შორს წავიდეთ და მოვაწესრიგოთ ასეთივე სუკისკვეთებით ის თარიღებიც, რომელიც ასევე გვაწუხებს და არ გვაძლევს მოსვენებას. ეს უნდა დავამთავროთ ყველა ასეთ თარიღთან დაკავშირებით, რაც რეალურად არის პრობლემა ამ ქვეყნისთვის”, – განაცხადა ხვიჩიამ.









