ბიძინა ივანიშვილმა მონათა შორის მონა, მონობით ყველაზე უფრო გამორჩეული ამოარჩია და პირველ კაცად დასვა – ამ ვითარებაში, მონობას ფსკერგარღვეული უტიფრობა სჭირდება, რაც მხოლოდ და მხოლოდ ირაკლი კობახიძეს ახასიათებს, – ასე აფასებს “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის წარდგენას.
„ივანიშვილი წავიდა და „ქართულ ოცნებაში“ მემკვიდრე დატოვა?! თუკი საიდანღაც მივდივარ, იქ მემკვიდრეს არ ვტოვებ! რომ არა ივანიშვილის დატოვებული სიტყვა, კობახიძეს უმრავლესობიდან გააგდებდნენ, რაც კობახიძემ ძალიან კარგად იცის. რიგითი „ქოცისთვის“, რომელიც პარლამენტში ზის, კობახიძე არის მარსიანელი, უცხო სხეული. თუკი ის ივანიშვილის უცხო სხეულს იტანდა, რადგან იქ ივანიშვილი იყო 5-მილიარდითა და თავის დროზე მომგები, ეს არის ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია და თავზე დაასვეს. პარტიის თავმჯდომარედ თუნდაც კალაძე ან გახარია რომ აერჩიათ, ეს ადამიანები ივანიშვილს რაღაცაში, ასიდან ორში მაინც შეეწინააღმდეგებოდნენ. ირაკლი კობახიძე პირდაპირი მონაა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.











