პარლამენტში შემოსვლა რომ აბედნიერებდეს ადამიანებს, ბევრი ბედნიერი ადამიანი იქნებოდა საქართველოს პარლამენტში და დაგვეტყობოდა ჩვენც, მოსახლეობას, რომ ბედნიერი ადამიანები გვმართავენ, მასე ხომ არ არის, პარლამეტში შემოსვლა შეიძლება, კარგი იყოს რაღაც მიზნის მისაღწევად, მაგრამ მაბედნიერებს-მეთქი, მე მგონი, ცოტა ნამეტანია, – ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ასე მარტივად როგორ გითხრათ, ბევრი საქმისთვის. ჩვენ კონკრეტულად რაღაცების შეცვლა გვინდა ამ ქვეყანაში და გვინდა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტმა რაღაც შეცვალოს ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის ისეთი, რომელიც დაეტყობა ადამიანებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ხვიჩიას თქმით, ნიკა მელიამ საპატიმრო უნდა დატოვოს.
„პირველი ეს არის გასაკეთებელი. შემდეგ, ამ ამნისტიის კანონპროექტზე ჩვენ გვექნება დიდი დრო სასაუბროდ. დღეს არ წყდება ეს საკითხი. პირველი მოსმენა, საკომიტეტო მოსმენები, მეორე მოსმენა, მესამე მოსმენა – ჩვენ შეგვიძლია, ბევრი ვიკამათოთ ამ კანონპროექტის განხილვის დროს და გავარკვიოთ, ჩვენი აზრით, ვის გვინდა შეეხოს და ვის არ გვინდა შეეხოს“, – განაცხადა ხვიჩიამ.










