“იმედია, უმრავლესობას ეყოფა კეთილგონიერება, რაიმე სიურპრიზს არ შემოგვთავაზებს და საკონსტიტუციო ცვლილებები დღეს მიღებული იქნება” – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა, რომელიც მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ოპოზიციის მონაწილეობით სხვა პოლიტიკური წონა ექნებოდა.
“ოპოზიციის მონაწილეობით მას ექნებოდა სხვა პოლიტიკური წონა და კონსენსუსით მიღებული კონსტიტუცია იქნებოდა წინასაარჩევნოდ უფრო მეტი ნდობის აღმძრავი, იმ ნდობისა, რომელიც არ აქვს ჩვენს მოსახლეობას ხელისუფლების მიმართ. ვინაიდან ვიცით, რომ არჩევნები ქვეყანაში ტარდება გაყალბებით, დაშინებით, ძალადობით, ადმინისტაციული და ბიძინა ივანიშვილის პირადი რესუსის გამოყენებით. ხელისუფლებამ არ შეასრულა შეთანხმება, ეს იქნება სანახევროდ შესრულებული შეთანხმება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაიდო. ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ მოატყუა ხალხი და საერთაშორისო თანეგობრობა”- განაცხადა გოცირიძემ.
დღეს, საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.










